მშობიარობის ადგილი
მაკე ძაღლი სახლში განცალკევებული ადგილის ძებნას დაიწყებს, სადაც მშობიარობას შეძლებს. ასევე იქცევა ველური ძაღლი – ძვრება მღვიმეში ან ბუნაგში, სადაც ნაშიერების დამალვას ახერხებს. მაკე ძაღლს ლეკვების გაჩენამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე მოუმზადეთ სამშობიარო ყუთი, რათა მასში წოლას შეეჩვიოს. წინააღმდეგ
დასაწყისი
მძუვნობის პერიოდში ძუს ქცევა ეცვლება _ შესამჩნევად მოუსვენარი ხდება და ხვადებს იზიდავს; შეიძლება მათთან ერთადაც ითამაშოს, მაგრამ შეწყვილების ნებისმიერ მცდელობას გაურბის. ეს პერიოდი საშუალოდ ცხრა დღეს გრძელდება, თუმცა შეიძლება იყოს 2_27-დღიანიც. როდესაც ძუს სისხლდენის ფაზა დაუმთავრდება, ანუ გამონადენი თანდათან მოყვითალო ფერს შეიძენს, ძაღლი შეწყვილებისთვის მზად არის. შემდეგ ეტაპზე ხდება
ოვულაცია _ საკვერცხიდან კვერცხუჯრედები გადადის კვერცხსავალში და განაყოფიერების შემდეგ იქვე იწყებს განვითარებას, შემდეგ მიემაგრება საშვილოსნოს კედელს – ამასთანავე თითოეული ნაყოფი დედასთან დაკავშირებულია ცალკეული პლაცენტით.
ძლიერი ფერომონები
ძუ სისხლდენის პერიოდში გამოიმუშავებს და ჰაერში გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს – ფერომონებს, რომელთაც ადამიანი ვერ აღიქვამს. მათ ჰაერის ნაკადის საშუალებით ახლომახლო მყოფ ხვადებამდე ძალზე სწრაფად მიაქვთ ინფორმაცია, რომ სადღაც იქვე მძუნავი ძაღლია! სისხლმდენ ძუს სასეირნოდ ნუ გაიყვანთ და თვალყური ადევნეთ ეზოშიც. ის შეეცდება გაპარვასა და გაქცევას მეწყვილის პოვნის იმედით. ძუს შეუძლია სწრაფად და თანამიმდევრობით შეწყვილება რამდენიმე ხვადთან, ამიტომ ერთი ნაყარის ლეკვებს ხშირად სხვადასხვა მამა ჰყავთ.
მაკეობის ნიშნები
მაკეობის დასასრულისთვის ძუს სარძევე ჯირკვლები უდიდდება და ვარდისფერი ხდება.
რჩევა!
ძუს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ექნება მძუვნობის პერიოდები, თუ სტერილიზაცია არ ჩაუტარდა.
მაკეობა და მშობიარობა
თუ მძუვნობის პერიოდში ძუ დამაკდა, დაახლოებით 63 დღის შემდეგ დაყრის ლეკვებს. მაკეობის დასასრულს იწყებს მყუდრო ადგილის ძებნას, სადაც შეძლებს მშვიდად იმშობიაროს, ამისთვის გამოდგება ყუთი (იხ. წინა გვერდზე). მშობიარობის დასაწყისში ძუ მოუსვენრად არის, კარგავს მადას და ზოგჯერ ყმუის ჭინთვების გამო. ეს სიმპტომები უფრო ძლიერად არის გამოხატული პირველი მშობიარობის დროს. სხეულის ტემპერატურის დაცემა და გამონადენი უტყუარი ნიშნებია იმისა, რომ ლეკვები მალე დაიბადებიან. ერთი დღის შემდეგ ჭინთვები ძლიერდება და დაახლოებით 30-წუთიანი შუალედით იბადებიან ლეკვები, რაც ტიპურია ძაღლებისთვის. ზოგჯერ მშობიარობა რთულდება _ ლეკვები გამოსვლას ვერ ახერხებენ და საჭირო ხდება საკეისრო კვეთა.
პირველი დღეები
ჭიპლარი, რომლის საშუალებითაც თითოეულ ლეკვს განვითარების პერიოდში საკვები ნივთიერებები მიეწოდება, ახალდაბადებულს უნდა მოსცილდეს. ძუ, სავარაუდოდ, მას ჭამს, რაც შეიძლება შემაშფოთებელი ჩანდეს, მაგრამ ეს ნორმალური ქცევაა. ასევე იქცევიან ველური ძაღლებიც, რადგან ჭიპლარები იზიდავს მტაცებლებს. მშობიარობის შემდეგ ძუ წვება და ნაშიერებს პირველად მოაწოვებს ძუძუს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან რძის საშუალებით ლეკვები იღებენ ანტისხეულებს, რაც ინფექციური დაავადებებისგან იცავს, ვიდრე მათი იმუნური სისტემა სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს ანტისხეულები ძუს რძეში მხოლოდ პირველი ორი დღის განმავლობაშია და მაშინვე უნდა მოხვდეს ლეკვის სხეულში. დაელაპარაკეთ თქვენს ვეტერინარს ადრეული დეჰელმინთიზაციის (ბრძოლა მუცლის ჭიების წინააღმდეგ) შესახებ, რადგან ლეკვები პარაზიტული ჭიებით შეიძლება დაბადებამდეც იყვნენ დასნებოვნებული.
რჩევა!
ძუ თავის ლეკვებს თვალს არ აშორებს და თავგანწირვით იცავს.
ლეკვების რაოდენობა
ძაღლის საშუალო ნაყარი დაახლოებით ექვსი ლეკვისგან შედგება. დეკორატიულ ჯიშებს ძირითადად ნაკლები ნაშიერები ჰყავთ, დიდებს – შედარებით მეტი. ამ გერმანული დოგის ნაყარი ექვსი ლეკვისგან შედგება.