ისინი ეძებდნენ დედა ძაღლს ლეკვებით, მაგრამ წარმოუდგენელია ვინ ზრუნავდა ამ პატარებზე (+ვიდეო)
ისინი ეძებდნენ დედა ძაღლს ლეკვებით, მაგრამ წარმოუდგენელია ვინ ზრუნავდა ამ პატარებზე (+ვიდეო)
როდესაც ორგანიზაციაში შევიდა ზარი სამ ლეკვზე და მათ მშობელზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ფოლადის ქარხნის ეზოში, Hope For Paws-ის თანამშრომლები მაშინვე გავიდნენ ცხოველების დასახმარებლად.
ყველას ეგონა, რომ დედა ძაღლი ზრუნავდა სამ ლეკვზე, თუმცა, ეს ასე არ აღმოჩნდა. 

ლიზა ართურო და ელდად ჰაგერიმა, რომლებმაც დაარსეს ორგანიზაცია Hope For Paws, მალევე იპოვეს სამი ლეკვი მშობელთან ერთად. მათ ეშინოდათ ადამიანების, ამიტომ ცხოველთა დამცველებს დიდი დრო დასჭირდათ, სანამ ძაღლების ნდობას მოიპოვებდნენ.

Zooclub

საბოლოოდ, ბოლო ლეკვი მილიდან გამოიყვანეს და ცხოველები ვეტერინართან წაიყვანეს. ყველას გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ ლეკვებზე არა
დედა ძაღლი, არამედ მამა ზრუნავდა.

ქარხნის თანამშრომლების თქმით, მათ სხვა ძაღლი ადგილზე არასოდეს უნახავთ, თუმცა,
ცხოველთა დამცველებს შეპირდნენ, როგორც კი შეამჩნევდნენ, მაშინვე დაუკავშირდებოდნენ მათ.

Zooclub

ცხოველები ორგანიზაციის თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ მზრუნველ ოჯახებში გააჩუქებენ.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ძაღლი თავისი გაყიდული ნახატებით ცხოველთა თავშესაფარს დაეხმარება

ძაღლი, რომელიც მუყაოს ყუთში ცხოვრობდა

ამ ძაღლს ყველა იატაკის ჩვრად თვლიდა და ის არავის სჭირდებოდა...

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?