პიცერიის მეპატრონემ ძროხა ფეხებით ჩამოკიდა, რათა ადამიანები დაფიქრებულიყვნენ, თუმცა მის ჩანაფიქრს ვერავინ მიხვდა
პიცერიის მეპატრონემ ძროხა ფეხებით ჩამოკიდა, რათა ადამიანები დაფიქრებულიყვნენ, თუმცა მის ჩანაფიქრს ვერავინ მიხვდა
ავსტრალიაში მდებარე რესტორნის ჭერზე კიდია უჩვეულო დეკორაცია - ძროხის ფიტული. კვების ობიექტის მეპატრონის ჩანაფიქრი იყო, ადამიანები დაფიქრებულიყვნენ გლობალურ პრობლემაზე, თუმცა, ნანახმა რესტორნის ყველა სტუმარი შეაშინა.

პიცერია, სახელად Etica, ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში მდებარეობს. ბოლო დროს, რესტორანმა ძროხის ფიტულის დამსახურებით, მთელ მსოფლიოში სახელი გაითქვა, თუმცა, მას ყველა ნეგატიურად მოიხსენიებს.

"ამ ხერხით სურვილი გვქონდა, გამოწვევა მიეღოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მიირთმევენ რძის პროდუქტებს და წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა ფასად ხვდება ეს ნაწარმი მათ სუფრაზე,"-
ამბობენ რესტორნის მფლობელები ფედერიკო და მელისა პიზანელები.

Zooclub

მიუხედავად ამისა, ამ ინსტალაციით პიცერიის სტუმრები შოკირებულნი იყვნენ . შედეგად მათ შექმნეს პეტიცია, სადაც მოითხოვდნენ ძროხის ფიტულის
მოხსნას. მას ხელი მოაწერა 4 000-ზე მეტმა ადამიანმა.


Zooclub

რესტორან Etica-ს მფლობელების თქმით, ისინი არ ცდილობენ ადამიანებს ხორცი ან რძის ნაწარმი შეაძულონ. მათ უბრალოდ სურთ გააგებინონ საზოგადოებას, თუ რა ფასად ხვდება საკვები მათ სუფრაზე.

Zooclub

ბევრისთვის გაუგებარია რესტორნის მეპატრონეების ჩანაფიქრი, რადგან ძროხის ფიტულის ხილვა მხოლოდ და მხოლოდ შემზარავ რეაქციას იწვევს და მეტი არაფერი. შესაძლოა, წყვილმა საკუთარი გულისტკივილი სწორედ ვერ მიაწოდა საზოგადოებას ან ეს უბრალოდ რესტორნის ერთ-ერთი მარკეტინგული ხრიკია.

ასევე იხილეთ:

ძროხა მუცელზე ხვრელით. რისთვის აკეთებენ ფერმერები ამას?


კამბოჯელმა ფერმერმა "ღორი-მუტანტი" ფოტოების გამოქვეყნებით ადამიანების აღშფოთება გამოიწვია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?