ბლოსომი - მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძროხა
ბლოსომი - მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძროხა
ბლოსომის სიმაღლე 193 სანტიმეტრია, ხოლო წონა - 900 კილოგრამი - სწორედ ამან განაპირობა, რომ იგი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძროხა.

გინესის რეკორდების წიგნის ექსპერტებმა ოფიციალური ფოტოსესია უკვე გამართეს. მისმა პატრონმა, პეტი ჰენსონმა განცხადება რეკორდის შესახებ მას შემდეგ შეიტანა, რაც ბლოსომის უზარმაზარი ზომები ყველასთვის შესამჩნევი გახდა.

მაისის შემდეგ, ოჯახის წევრები  და მეგობრები, ფოტო და ვიდეოაპარატებით, შინაური ცხოველის მასას სისტემატიურად აფიქსირებდნენ.  ძროხა ოფიციალურად, უკვე მოგვიანებით, ვეტერინარებმა გაზომეს.

პეტი ჰენსონმა გადაწყვიტა თავისი გიგანტური ცხოველის ისტორია საბავშვო წიგნად გადაექცია.

"ბლოსომი
ზომაზე დიდ ძაღლს წააგავს, - ჰყვება ის, - ადამიანები, ვისაც ჰყავთ ძროხები, მიხვდებიან რასაც ვგულისხმობ.
ვისურვებდი, სხვა ადამიანებმაც იცოდნენ, რომ ბლოსომი განსაკუთრებულია. რამოდენიმე წლის წინ მამას ვუთხარი, რომ ეს ძროხა ვარსკვლავი გახდებოდა და ასეც მოხდა", - ამბობდა პეტი Associated Press-თან საუბრისას.

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub
fiso-gori
დროულად უმკურნლონ ყველაფერს ის ჯობია, ვარსკვლავი კია არა ეს საცოდავი ავადმყოფობისგან გადაგვარებული ძროხა, გავა საერთოდ არა აქვს, ჯანმრთელ ძროხას ეს ადგილი სავსე უნდა ჰქონდეს და არა ასე ჩავარდნილი! უკვე ასაკობანია და ცური საერთოდ მიმჭკნარი აქვს!
toma
აუუ ფეხები კუდიდან ეწყება !დ.დ.დ.
davidbe
რა გამხდარი და გაჯენდაგებულია,ცურებიც არ აქვს?!ეს რადიაციით გაზრდილსდა ავადმყოფს უფრო გავს:D
მაკო
თუ ძროხაა ჯიქანი სად აქვს, მარტო სიმაღლეში გაიზარდა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?