სპეციალისტების დასკვნა: შინაური ცხოველების მფლობელთა სტრესის მაჩვენებელი ძალიან მცირეა
სპეციალისტების დასკვნა: შინაური ცხოველების მფლობელთა სტრესის მაჩვენებელი ძალიან მცირეა
ცხოველისა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ არაერთი კვლევა ჩატარებულა. ერთ-ერთ ექსპერიმენტში ადამიანებს სტრესული დავალების მიღებისას მცირე მაჩვენებელი ჰქონდათ, როცა მათ გვერდით ოთხფეხა ბინადარი იყო. ეს შედეგი იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე დავალების შესრულებისას მეუღლის ან ახლობლის გვერდით ყოფნა.  ალბათ იმიტომ, რომ ოთხფეხა ბინადრისთვის პატრონის შეფასებას მნიშვნელობა არ აქვს, ის მაინც რჩება მისთვის ერთადერთ და განუმეორებელ მეგობრად.

არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ შინაური ცხოველი დიდ როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობაზე. რაც მთავარია, იგი სტრესულ სიტუაციებში საუკეთესო დამხმარეა. მაგალითად, ერთ-ერთ ექსპერიმენტში შეისწავლეს, თუ რამდენი
დრო სჭირდება პულსისა და წნევის დარეგულირებას უსიამოვნო განცდის, ნერვიულობის ან  შფოთის შემდეგ.  შედეგად აღმოჩნდა, რომ ძაღლის/კატის
პატრონი უმნიშვნელო სტრესს იღებს და მას შესწევს უნარი, სწრაფადვე დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას.

ამის შემდეგ, გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთი პატრონი თავის ოთხფეხა მეგობარს ყველგან თან ატარებს.

ასევე იხილეთ:

ძაღლი ადამიანს მარტოობის დაძლევაში ეხმარება

ძაღლის 5 უცნაური ქცევა - რას ნიშნავს ისინი?

ძაღლები ბავშვებს შიშის დაძლევაში ეხმარებიან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?