ძაღლი ადამიანს მარტოობის დაძლევაში ეხმარება
ძაღლი ადამიანს მარტოობის დაძლევაში ეხმარება
ადამიანები, რომლებსაც სახლში ძაღლი ჰყავთ, უკეთ უმკლავდებიან მარტოობისგან გამოწვეულ სევდას. სწორედ ამას მოწმობს იმ კვლევის შედეგები, რომელიც ფინეთის კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა. 

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 9 ათასი ადამიანი, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ძაღლი ეხმარება პატრონს უკეთ გაუკეთოს ორგანიზება სამომავლო გეგმებს, ასევე პოზიტიურ ზემოქმედებას ახდენს მის ემოციურ მდგომარეობაზე, შრომისუნარიანობასა და თვითშეფასებაზე.

ამასთანავე, შუა ხნის ქალებისა და მათი შინაური ბინადრების ემოციური კავშირი უფრო ღრმაა, ვიდრე მამაკაცებისა. გამოკითხვის დროს ნახევარზე მეტმა მონაწილემ განაცხადა, რომ ოთხფეხა მეგობართან თავს გრძნობს უფრო დაცულად, ვიდრე მის გარეშე.

მამაკაცები
ძაღლს აღიქვამენ მეგობრად, რომელთან ერთადაც შეიძლება დაკავდნენ საყვარელი საქმიანობით. მაგალითად, წავიდნენ მასთან ერთად ტყეში სანადიროდ.

თითქმის ყოველმა
მესამე ქალმა და ყოველმა მეხუთე მამაკაცმა აღნიშნა, რომ ძაღლი ეხმარებათ გაამყარონ სოციალური კავშირი - ის ეხმარება ოჯახის წევრებს უფრო დაახლოვდნენ ერთმანეთთან, აუმჯობესებს ცოლ-ქმრის ურთიერთობებსა და ბავშვების აღზრდა-განვითარებას.

კვლევაში მონაწილე ნახევარზე მეტმა ქალმა და ყოველმა მესამე მამაკაცმა განაცხადა, რომ ოჯახში ოთხფეხა ბინადრის არსებობა მარტოობის დაძლევაში ეხმარებათ.

სპეციალისტების თქმით, პატრონის ბედნიერება განისაზღვრება იმით, თუ რამდენად დადებითადაა განწყობილი საკუთარი ძაღლის მიმართ. 

ასევე იხილეთ:

შინაური ბინადრები ადამიანებს მშვიდ ძილში ეხმარებიან

კატას უფრო მეტად უყვარს პატრონი, თუ ძაღლს - რა დაადგინეს მეცნიერებმა?!

ძაღლები ადამიანის ნეგატიურ განწყობაზე დადებით გავლენას ახდენენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?