ზოოპარკის თბილისის ზღვაზე სრულად გადატანას 3-4 წელი დასჭირდება
ზოოპარკის თბილისის ზღვაზე სრულად გადატანას 3-4 წელი დასჭირდება
"ზოოპარკის თბილისის ზღვაზე სრულად გადატანა საკმაოდ შრომატევადია და დაახლოებით 3-4 წელი დასჭირდება," - ამის შესახებ ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ განხორციელებული სამუშაოების დათვალიერებისას განუცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ძველი ზოოპარკის გამოთავისუფლებულ ადგილზე სარეკრეაციო ზონა გაკეთდება.

ზოოპარკის გადატანა თბილისის ზღვაზე იგეგმება და გარკვეული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. გასულ წელს შემოიღობა მთლიანი ტერიტორია, გაკეთდა ძაღლსაშენი და კეთდება დათვების ვოლიერები. ამის შემდეგ ეტაპობრივად მოხდება ცხოველების გადაყვანა ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე, ხოლო გამოთავისუფლებული ძველი ზოოპარკის ტერიტორია იქცევა რეკრიაციულ ზონად. იქ,
სადაც თავისუფალი ადგილებია წელსვე დავიწყეთ გამწვანების ღონისძიებები.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?