დავით ნარმანია ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ეწვევა
დავით ნარმანია ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ეწვევა
თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ეწვევა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ ფხალაძე თბილისის მერს სამსახურის მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

მერიის ინფორმაციით, იქვე ჩატარდება ცხოველების გადარჩენის იმიტირებული სამაშველო ოპერაცია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები, ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ღონისძიების ბოლოს სააგენტო გააჩუქებს ლეკვებს და სერტიფიკატებს გადასცემს იმ მოხალისეებს, რომლებიც უანგაროდ ზრუნავენ თავშესაფრის ბინადრებზე.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 2015 წლის 1-ელი
იანვრიდან ფუნქციონირებს. სააგენტოს ევალება თბილისში მოსახლეობის დაცვა საფრთხის მომტანი (აგრესია, საშიში დაავადებები) ცხოველებისგან, ასევე ცხოველების
უფლებების დაცვა, ძაღლებისა და კატების პოპულაციების მართვა და კონტროლი, მსოფლიოში აღიარებული ჰუმანური მეთოდებით.

ქალაქის მერი ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს დღეს, 7 მარტს, 13:00 საათზე ესტუმრება.
qeti
ბატონო მერო, ქუჩაში შეუმოწმებელი ცხოველის ევთანაზიით სიცოცხლის გამოსალმება,როდის გახდა ჰუმანური მოპყრობა,შეეშვით ჩვენს ცხოველებს და ნუ გვაიძულებთ ქუჩაში გამოსვლას,ღმერთის გეშინოდეთ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?