დავით ნარმანიამ თბილისის ზღვასთან ახალი ზოოპარკის ტერიტორია დაათვალიერა
დავით ნარმანიამ თბილისის ზღვასთან ახალი ზოოპარკის ტერიტორია დაათვალიერა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან ბიძინა გიორგობიანთან ერთად თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის ტერიტორია დაათვალიერა.

თბილისის მერიის ცნობით, ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია გამწვანების სამუშაოები და აქ რამდენიმე ათეული ათასი ძირი ნერგია დარგული.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ზოოპარკის პროექტი მზად არის და მოსამზადებელი სამუშაოები ტერიტორიაზე შემოდგომაზე, სამშენებლო პროცესი კი მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება.

"ტერიტორია, სადაც ვიმყოფებით, განკუთვნილია თბილისის ახალი ზოოპარკისთვის. აქ გასული წლის შემოდგომაზე ჩვენ 38 000 ხე დავრგეთ და დღეს მოვედით, რათა ვნახოთ მათი მდგომარეობა.
აქ ნარგავების ყოველდღიური მოვლა-პატრონობა ხდება. ტერიტორია
არის დროებით შემოღობილი. მომავალი ზოოპარკის ტერიტორიაზე გავაკეთეთ ძაღლსაშენი, აქვე არის ცხენების თავლა. ეს ტერიტორია იქნება ძალიან ლამაზად გამწვანებული და ზოოპარკი გაცილებით დიდ ტერიტორიაზე მოეწყობა. პროექტი, რომლის კონცეფციაც მზად არის, კონკრეტული მუშა ნახაზების მომზადებას საჭიროებს. ჩვენი ამოცანაა, ცხოველები რაც გადარჩა, გვყავდეს უსაფრთხოდ. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე, სამშენებლო პროცესი კი მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღესვე თბილისის მერმა დენდროლოგიური პარკიც მოინახულა, სადაც გასული წლის შემოდგომაზე და მიმდინარე წლის გაზაფხულზე 44 000 ხე დაირგო.
ამბროსი
ცხოველები გაწყვიტეს ამ არანორმალურებმა და ვირთხებმა, თავიანთთვის თუ გაამზადებენ იქ გალიებს,. ერტი დიდი ტურების გალია,. ამ ამთავრობას,. მეტი ცხოველის ადგილი რომ დაიკავონ ამათმა შეურაცყოფე იქნება იქეთ იმ ცხოველებისთვის,. გაამზადეთ გველების და ტურების ადგილები ახალ ზოოპარკში და უკლებლივ შედით მერიც მთელი მთავრობაც,. თუარა ისეთი დღეები დაგიდგებათ ამ ქვეყნის აოხრებისთვის რომ გალიები სანატრებელი გექნებათ!
bebilo
კარგად მოსაფიქრებელია ზოოპარკის ამ ტერიტორიაზე გადატანა. გასათვალისწინებელია ის ძლიერი ქარები რაც, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იცის. გასათვალისწინებელია ის ხმაური რასაც თვითმფრინავები იწვევს, გასათვალისწინებელია მიწისქვედა პატარა მდინარეები, თბილისი ზღვის ტერიტორიაზე, ერთი ვერკთილის კორპუსებს ჩაუყვება, რომლებმაც, ამ მშენებლობით შეიძლება მიმართულება შეიცვალონ და ბევრ ძველ კორპუსებს საძირკველი გამოაცალოს ისე რომ, ვერავინ ვერ დაინახავს და ვერც მიხვდება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?