ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს თბილისის მერი, დავით ნარმანია ესტუმრა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს თბილისის მერი, დავით ნარმანია ესტუმრა
თბილისის მერი დავით ნარმანია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა. მერი თავშესაფარში  შეხვდა ლონდონის ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია "mayhew"-ს წარმომადგენლებს, რომლებიც სააგენტოს 4-დღიანი ვიზიტით ეწვივნენ. ჩამოსული ვეტერინარები სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად დაგეგმილია სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების ჩატარება. "Internacional"-ის წარმომადგენლებმა მონიტორინგის სააგენტოს მედიკამენტები, ვეტერინარული ინვენტარი, საოპერაციო იარაღები და პოსტოპერაციული ჭრილობის დამცავი რგოლები გადასცეს.

დავით ნარმანიამ მუნიციპალურ თავშესაფარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც დაათვალიერა.

"გვეხმარება საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს თანამშ
რომლებს ტრენინგებს უტარებს
და ადგილზე ხდება სწავლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ცხოველების თავშესაფარი. მოვინახულეთ ცხოველები, ვნახეთ მათი მდგომარეობა და ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ხორციელდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ ფხალაძის განცხადებით, სააგენტო უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად აპირებს.

"ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სტუმრად ეწვია საერთაშორისო ცხოველთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვეტ-პერსონალთან ერთად. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ისინი ატარებენ სხვადასხვა სახის სამუშაოებს, ტრენინგებს, ძირითადად სტერილიზაცია-კასტრაციის მიმართულებით. ისინი წინასწარ გაეცნენ თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას, გადმოგვცეს ვეტერინარული აღჭურვილობა და სხვადასხვა სახის პრეპარატები. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, რაც აისახება ცხოველების პოპულაციის ჰუმანურად და სწორად მართვაზე", - განაცხადა თემურ ფხალაძემ.

გარდა ამისა, 29 ივლისიდან პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ეგვიპტიდან, ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, ტუნისიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან ჩამოსული მოხალისეები სააგენტოს თანამშრომლებს ცხოველების სადგომების დასუფთავებაში, მათთვის საკვებით უზრუნველყოფასა და გასეირნებაში დაეხმარებიან.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?