მეცნიერებმა თემურისა და ამურის ერთად ცხოვრების ფენომენი ამოხსნეს
მეცნიერებმა თემურისა და ამურის ერთად ცხოვრების ფენომენი ამოხსნეს
"თხა, სახელად თემური ვეფხვ ამურთან ერთად მხოლოდ იმიტომ ცხოვრობს, რომ თავს არ თვლის მსხვერპლად",- აღნიშნა 14 დეკემბერს არაკომერციული ცენტრის "ამურის ვეფხვის" დირექტორმა სერგეი არამილევმა.

"თემური მსხვერპლი არ გამხდარა, რადგან მტაცებელი არ იყო მშიერი, რის გამოც მად თხას იგნორირება გაუკეთა", - აღნიშნა მან.

მან შექმნილი სიტუაცია მწვრთნელისა და მტაცებლის ურთიერთობას შეადარა.
"ყველამ ვიცით, რომ მწვრთნელსა და ცხოველს შორის, თუ ის ბინაში ცხოვრობს, არის სიტუაციები, როდესაც ადამიანი ავლენს შიშს და ცხოველი ამას იყენებს. ასეთი შემთხვევა უამრავია. იგივე შეიძლება მოხდეს თხასთან დაკავშირებით: თუ
მას გაახსენდება, რომ ის მსხვერპლია, მაშინ მისი სიცოცხლე დასრულდება", - აღნიშნა სპეციალისტმა.

მან დაამატა, რომ
ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრგან მომხდარა "ჩინეთის საფარი-პარკებში, ახლომახლოც რამდენიც გინდათ".

თემურისა და ამურის მეგობრობის შესახებ 26 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც თხა საკვების სახით შეუშვეს ვეფხვთან, მაგრამ მტაცებელი მას არ შეხებია, რის მერეც ისინი დროს ერთად ატარებენ.

მეცნიერებმა და ცხოველთა დამცველებმა არაერთხელ გამოთქვეს შიში, რომ ადრე თუ გვიან ვეფხვი თხას შეჭამს. ბოლოს ამის შესახებ ცნობილმა მეცნიერ-ზოოლოგმა, ტელეწამყვანმა ნიკოლაი დროზდოვმა განაცხადა.


იხილეთ ასევე: "ამურის ვეფხვი მასთან შესაჭმელად შეშვებულ თხას დაუმეგობრდა"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?