error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/a7ceda474e8ba12479ef4fce2e771655.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ამურის ვეფხვი მასთან შესაჭმელად შეშვებულ თხას დაუმეგობრდა (+ვიდეო)
ამურის ვეფხვი მასთან შესაჭმელად შეშვებულ თხას დაუმეგობრდა (+ვიდეო)
ზღვისპირეთის საფარი-პარკში შკოტოვსკის რაიონში ამურის ვეფხვი, სახელად ამური თხას დაუმეგობრდა, რომელიც იმისთვის შეუშვეს მასთან, რომ შეეჭამა.

პარკის საიტზე იტყობინებიან, რომ თანამშრომლებმა თხას თემური დაარქვეს, ვეფხვთან მისი უშიშარი ქცევის გამო.

“საფარი-პარკის ვეფხვები ცოცხალი მსხვერპლით კვირაში ორჯერ იკვებებიან. ვეფხვი ამური ნადირობს თხებზე და კურდღლებზე. მაგრამ რამოდენიმე ხნის წინ მასთან შეუშვეს თხა, რომლის ჭამაც ვეფხვმა არ მოისურვა. თხა ძალიან გულადი აღმოჩნდა”, - ამბობს პარკის თანამშრომელი.

მისივე ცნობით, ცხოველები ყოველ დღე ერთად სეირნობენ დიდ ვოლიერში. არავის უსწავლებია თხისთვის, რომ არ შეშინებოდა მტაცებლის და მან
ვეფხვი ფაქტობრივად მოარჯულა.

Zooclub

უკანასკნელი 4 დღის მანძილზე თემურმა ამურის სახლი დაიკავა და მის ადგილას სძინავს.
მტაცებელს მისთვის თავისი ადგილის დათმობა მოუწია და თავად საცხოვრებლის სახურავზე გადაბარგდა.

ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში აკვირდებიან მათ ისტორიას, თხის გათავისუფლებას მოითხოვენ, რადგან მათ ეშინიათ, რომ ადრე თუ გვიან ვეფხვი მაინც შეჭამს თხას.

"-თავისუფლება თხა თემურს! მან ეს დაიმსახურა!", "არ მისცეთ საშუალება, რომ მან თხა საბოლოოდ შეჭამოს! ცხოველებს, რომლებსაც სახელი ჰქვიათ, არ ჭამენ!" - წერენ ამურისა და თემურის გულშემატკივრები.

ზღვისპირეთის საფარი-პარკი 2007 წლიდან არსებობს. ის თავისი დიდი ტერიტორიით არის ცნობილი, სადაც ჩლიქოსანთა და მტაცებელთა რამოდენიმე სახეობა ბინადრობს.

იხილეთ ვიდეო
q.q.
დემოკრატია კი არა თხის დიქტატურა))))), თავისი სახლი რა პონტში დაუთმო?:)))
გიო
აი დემოკრატიააა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?