როგორ უნდა შევამჩნიოთ ჩვენი შინაური ბინადრის გაციება დროულად
როგორ უნდა შევამჩნიოთ ჩვენი შინაური ბინადრის გაციება დროულად
ცხოველები ადამიანები არ არიან. არ შეუძლიათ თქმა, რომ ცუდად გრძნობენ თავს. თუმცა, შემოდგომაზე ისინი ადამიანებივით ხშირად ცივდებიან. როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი ბინადარი მალე გაცივდება ან უკვე ავად გახდა?


სიმპტომები

თუ თქვენს პატარა ბინადარს დაეკარგა მადა, ეს პირველი ნიშანია ვიეჭვოთ, რომ რაღაც არ არის წესრიგში. მეორე ნიშანია მშრალი და ცხელი ცხვირი. კატებსა და ძაღლებს შეიძლება თვალების ანთება დაემართოთ, ცხვირიდან დაეწყოთ გამონადენი. ცხოველი უცებ კანკალს, ხველასა და ცემინებას იწყებს. ბევრს სვამს და მოუსვენრად იქცევა. ძაღლი ყეფის უნარს კარგავს და ახველებს.

სხვა ცხოველებიც
მათ მსგავსად იქცევიან. თუთიყუში აცემინებს, იბუზება, კანკალებს, ცხვირიდან გამონადენი აქვს და ღებინების დროს ანთებით მოწითალო
მასას გამოყოფს. ზღვის გოჭი ნაკლებმოძრავი ხდება, ბეწვი ყალყზე აქვს. ლორწოვანი გარსი მოლურჯო-თეთრია, სუნთქვა მძიმე და გახშირებული.

აკვარიუმში თევზებიც კი ცივდებიან. ისინი თითქმის არ მოძრაობენ, უარს ამბობენ საჭმელზე, ხანდახან საერთოდ ფსკერზე ჩადიან და მთელი ძალით ცდილობენ ამოვიდნენ ზედაპირზე, სხეულის შეფერილობა ბაცდება.


მკურნალობა

ცხოველების დაავადების მკურნალობა საჭიროა სითბოთი: დააფარეთ კატას საბანი, ძაღლის საწოლთან ან აკვარიუმთან ახლოს ჩართეთ გამათბობელი. დასალევად კატას შეგიძლიათ მისცეთ შემთბარი რძე, ქათმის ან თევზის ბულიონი. ძლიერი გაციების დროს სპეციალური პრეპარატების მიღება გახდება საჭირო: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, იმუნოსტიმულატორები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები. მაგრამ ისინი უნდა შეარჩიოს და გამოწეროს ვეტერინარმა.

ექსტრემალურ შემთხვევებში, როდესაც ცხოველს სიცხე ღამით უწევს, შეიძლება მივცეთ პარაცეტამოლის აბი - დიდ ძაღლს ერთი აბი, ხოლო პატარა ძაღლს ან ლეკვს - ნახევარი ტაბლეტი. ხველებისათვის შეგვიძლია მცენარეული ნაყენი მივცეთ: მაგალითად, ძირტკბილას ფესვები. ასევე, ავადმყოფ ბინადარს შეგვიძლია ცხვირში მარილიანი წყლის ძალიან სუსტი ხსნარი ჩავაწვეთოთ.

უმთავრესი რჩევა - მოუფრთხილდით ცხოველს, რომ ის არ დასველდეს წვიმაში, არ დაჯდეს ორპირ ქარში და არ გაცივდეს.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?