ეს ისტორია 6 წლის წინ დაიწყო- ამ მეგობრობის არავის სჯეროდა
ეს ისტორია 6 წლის წინ დაიწყო- ამ მეგობრობის არავის სჯეროდა
ინდივიდის დამოკიდებულებას ცხოველების მიმართ ხშირად მისი პიროვნების განვითარების დონე განსაზღვრავს. ადამიანი, რომელიც ჰარმონიაშია ბუნებასთან, საკუთარ თავს და ყველა სულიერ სამყაროს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. 

სამყაროში ბევრი მაგალითია, როდესაც ადამიანებსა და ცხოველებს შორის საოცრად თბილი ურთიერთობა დამყარებულა. ალბათ არ მოიძებნება დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც არ გაეგოს ცხოველების მეგობარ კევინ რიჩარდსონზე და ლომებთან მის საოცარ მეგობრობაზე.

დღეს საშუალებას მოგცემთ, გახდეთ ადამიანის და ვეფხვის უცნაური კავშირის მოწმე! ეს ისტორია 6 წლის წინ დაიწყო ქალაქ მალანგაში, ინდონეზიის პროვინციაში.

Zooclub

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთხელ 3 თვის ბენგალური
ვეფხვის პატრონმა, ნოერ მუხამმად შოლემ სთხოვა ახალგაზრდა ავდულ შოლეს ცხოველისთვის მიეხედა.

მას შემდეგ ისინი განუყრელი
მეგობრები არიან.

დღეს აბდულა 33 წლისაა, ხოლო ვეფხვს, სახელად მულანი, 6 წელი შეუსრულდა.

Zooclub

ეს ულამაზესი ზოლიანი არსება ძალიან დიდი გაიზარდა  - სიგრძით 3 მეტრია, ხოლო მისი წონა 180 კილოა.

ცხოველი დღეში ორჯერ იკვებება და დაახლოებით 6 კილო ქათმისა და თხის ხორცს მიირთმევს.

მულანი აბდულას სულ უკან დაყვება. აბდულას ამ დიდ კატასთან ერთად ვოლიერში ძილიც კი არ ეშინია.

Zooclub

აბდულა შოლე აღიარებს "მულანი სულაც არ არის აგრესიული. ის ნამდვილი მეგობარია! ჩვენ ხშირად ვთამაშობთ ერთად".

აღსანიშნავია, რომ ბენგალური ვეფხვი ბანგლადეშის რესპუბლიკის, ასევე ინდოეთის ნაციონალური ცხოველია. ძალიან გულდასაწყვეტია იმის აღიარება, რომ ადამიანის უხეში ჩარევის გამო, ეს სახეობა გადაშენების პირასაა. ნეტავი ბევრი იყოს მსოფლიოში ისეთი ადამიანი, როგორიც აბდულაა!

უსმინეთ ბუნებას!

Zooclub
manana-sh
აბდულააააააააააააააააააააა, მეც მინდა თქვენთან, მიყვარხაართ!!!!!!!!!!!!!!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?