კევინ რიჩარდსონი და მისი "თეთრი ლომების სამეფო" (+ფოტო & ვიდეო)
კევინ რიჩარდსონი და მისი "თეთრი ლომების სამეფო" (+ფოტო & ვიდეო)
კევინ რიჩარდსონს ფოტოს გადაღება არ ეშინია  ადამიანებისთვის საშიშ ცხოველებთან: ლომებთან, გეპარდებთან და გიენებთან. 
მას მტაცებლები ადვილად იღებენ თავიანთ გუნდში. მას შეუძლია: მშვიდად დაძინება ლომთან ერთად, გიენის თავის მანქანაში ჩასმა, ბანაობა დიდ დედალ ლომთან, რომელსაც მისთვის ზიანის მიყენებაში ხელს არც არფერი შეუშლიდა.

კევინმა შესანიშნავად ააწყო ცხოველებთან ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული. ის ცხოველების მოსათვინიერებლად და თავდაცვისთვის არაფერს იყენებს. მას საკუთარი მიდგომა აქვს - სიყვარული, ურთიერთგაგება და ნდობა.

კევინ რიჩარდსონი - ზოოლოგი, სპეციალიზირებული გარეულ ცხოველთა ქცევების განსაკუთრებულობებში, სამხრეთ აფრიკაში მდებარე პარკის, სახელად "თეთრი
ლომების სამეფოს" ხელმძღვანელი. იგი დაკავებულია სპეციალურად კინო, თუ დოკუმენტური ფილმების გადაღებებისთვის ცხოველების მომზადებით.

დიდ კატებთან
მუშაობისას რიჩარდსონი ჩვეულებრივი წესების მაგიერ, ინსტიქტებს ეყრდნობა. იმისათვის, რომ ერთ-ერთი მათგანი გამხდარიყო, იგი დიდხანს იძინებდა, ჭამდა და ცხოვრობდა თავის ლომებთან ერთად. რიჩარდსონი საკუთარი კარიერის მანძილზე მხეცებს არაერთხელ დაუზიანებიათ. მას დღემდე ფხაჭნიან თამაშის დროს - ეს ლომებს ბუნებაში აქვთ. რიჩარდსონს მტაცებლები მიწაზე აქცევენ, ახტებიან, კბენენ.

რიჩარდსონი ამტკიცებს, რომ ლომებს და ნებისმიერ სხვა გარეულ ცხოველს აქვთ სახე, გრძნობა, ხასიათი და ისინი სოციალურ ცხოველებს წარმოადგენენ. იგი აჩვენებს, რომ სხვადასხვა სახეობებს ურთიერთგაგებაზე და ურთიერთნდობაზე დაყრდნობით, ერთად მოქმედება შეუძლიათ.

ახალგაზრდა ლომ, ლეტსატსიზე გადაღებულია ფილმი "თეთრი ლომი". ის სხვა ლომებისგან შეფერილობით გამოირჩევა, რის გამოც მას გუნდიდან დევნიან. ის იძულებულია, ისწავლოს თავის გადარჩენა, ნადირობა და თავდაცვა არა მარტო სხვა ცხოველებისგან, არამედ მონადირეებისგანაც, რომელთათვისაც თეთრი ლომის ბეწვი შეუფასებელი ალაფია.

ლომებს თამაშის დროს ძალიან უყვართ კევინ რიჩარდსონის ალოკვა. მათი ენა უხეშია, როგორც ხაოიანი ქაღლდი და ლომს შეუძლია, ადვილად დააზიანოს ადამიანის კანი 3-4-ჯერ ალოკვის შემთხვევაში.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო



Zooclub
გალერეა
qeiti
რიცჰარდსონი ლომი რამდენიმე წელია მაოწებს ეს ფაქტი
ilona
ამ სანახაობამ და კევინის ბუნებამ ახმაბრტოვანა
gia
მაგარია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?