მამაკაცმა აფთარი გაზარდა და შემდეგ ზოოპარკში დააბინავა. როგორ შეხვდა ცხოველი ყოფილ პატრონს დიდი ხნის შემდეგ? (+ვიდეო)
მამაკაცმა აფთარი გაზარდა და შემდეგ ზოოპარკში დააბინავა. როგორ შეხვდა ცხოველი ყოფილ პატრონს დიდი ხნის შემდეგ? (+ვიდეო)
ადამიანების უმრავლესობა შინაური ბინადრების აყვანის დროს, ხშირ შემთხვევაში, არჩევანს ძაღლზე ან კატაზე აკეთებს, თუმცა, ბრაენ ჰოუნმა შინაურ ბინადრად აფთარი აიყვანა.

მას ჰქონდა დეპრესიული პერიოდი, სურდა განსაკუთრებული რამ, ამიტომ გადაწყვიტა მოეძებნა რაღაც ეგზოტიკური.

ბრაენმა აფთრის ლეკვი მაიამიში, თავის ბინაში მიიყვანა. გარეულ ცხოველს, რომელსაც ჯეიკი დაარქვა, შინაური ბინადარივით ზრდიდა, თუმცა, იცოდა, რომ ამ ცხოველს ბინის პირობებში ვერ იყოლიებდა.

გაზრდილი აფთარი ზოოპარკში ჩააბარა. ის ხშირად მიდის ცხოველის სანახავად და როცა აფთარი ყოფილ პატრონს ხედავს, წარმოუდგენელ სიხარულს განიცდის.

იხილეთ ვიდეო

ბრაენი შესაძლოა ვერ ხვდება,
რომ თავის სურვილებს გარეული ცხოველი შესწირა. რადგან აფთარმა მთელი სიცოცხლე ზოოპარკის გისოსებში უნდა გაატაროს. ჯეიკი
ვეღარასოდეს გახდება  ისეთი გარეული ცხოველი, როგორი თვისებებითაც ის ბუნებამ ამ ქვეყანაზე მოავლინა.


ასევე იხილეთ:

3 წლის შემდეგ გველი სახლში ესტუმრა იმ ადამიანს, რომელმაც პატარაობაში გადაარჩინა

ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი

ოდესღაც ამ ქალმა ბოკვერი გადაარჩინა და გაზარდა, მათი შეხვედრა ერთი წლის შემდეგ საოცარი სანახავია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?