ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი
ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი
საოცრად გაუმართლა უმწეო ფრინველს, რომელიც კეთილმა ადამიანმა შემთხვევით ხის ძირში იპოვა.

საოცარია, თუმცა ბიჭმა მოახერხა და ახალდაბადებული ბარტყი გაზარდა, რომელიც ლამაზ ფრინველად იქცა.

ბარტყის პირველი დღეები დედამიწაზე


როდესაც ბიჭი ხეებს მუახლოვდა ბარტყი ერთ-ერთი ხის ძირში ეგდო. მან დაიწყო ახლო მდებარე ხეების დათვალიერება, თუმცა ბუდეს ვერ მიაგნო.

Zooclub

ამ კეთილმა ადამიანმა ბარტყი სახლში წაიყვანა, მოათავსა სპეციალურ ტემპერატურაზე და მას სახელიც შეურჩია – დუმფლენგი. ბიჭი ფრინველს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ კვებავდა სხვადასხვა მწერით.

Zooclub

ბარტყი სუსტად გამოიყურებოდა პირველი რამდენიმე დღე.

Zooclub

5
დღის შემდეგ, ეს
უმწეო არსება ფრინველს დაემსგავსა.
ყოველდღიურად ემჩნეოდა ბარტყს, რომ ის იზრდებოდა – ფრთებიც კი გაეზარდა.

Zooclub

5 დღის შემდეგ დუმფლენგს, აღარ სჭიდებოდა სპეციალური სათბური. ბარტყი პირველ დღეებთან შედარებით გაიზარდა და მომჯობინდა.

Zooclub

მე-9 დღეს ბარტყმა დამოუკიდებლად დაიწყო კვება.

Zooclub

მე-10 დღეს დუმფლენგი სპეციალურად, მისთვის მოწყობილ გალიაში მოათავსა პატრონმა.

Zooclub

მომდევნო დღეს მას უკვე შეეძლო ქანდარაზე ასვლა და იქიდან ყველაფრისთვის თვალის დევნა.

Zooclub

"მე გალიაში მოვათავსე, ხის ტოტი. დუფლანგი ამ ტოტზე ისე გადაადგილდებოდა, თითქოს ხეზე იყო გაზრდილი და ნამდვილი "პროფესიონალივით" იქცეოდა. ის გალიის გარშემო ლაღად დაფრინავდა." – ამბობს ბარტყის პატრონი.

Zooclub

22 დღის შემდეგ პატრონმა ბარტყი გალიით გარეთ გაიტანა, რათა დუმფლენგი შეჩვეოდა მზეს, დღის შუქსა და თვალი ედევნებინა თავის მსგავსი ფრინველებისთვის.

Zooclub

ფრინველი ყოველდღიურად ეჩვეოდა ბუნებას, თუმცა ჯერ საშიში იყო მისი გაშვება თავისუფალ გარემოში და თავიდან მხოლოდ გალიიდან ადევნებდა თვალს, ჩიტების თავისუფლად ფრენას.

Zooclub

დუმფლენგს ძალიან მოსწონდა, როდესაც პატრონი მას გალიაში სხვადასხვა მცენარის ფოთლებს უწყობდა.

Zooclub

36-ე დღეს დუმფლენგი გაუშვეს, ის აფრინდა და ხეზე დაჯდა.

Zooclub

"მე ის მივიყვანე გალიით ზუსტად იმ ადგილზე, სადაც პირველად ვიპოვე. გავუღე გალიის კარი და მოშორებით დავდექი. რამდენიმე წუთის შემდეგ ის გამოვიდა გალიიდან და ხეზე აფრინდა. ძალიან თავისუფალი და ლაღი სჩანდა, გადადიოდა ხიდან ხეზე და რამდენიმე წუთის შემდეგ გაუჩინარდა. ძალიან მინდა, რომ დუმფლენგი კარგად იყოს, თავისნაირ ფრინველებთან ერთად." – ამბობს ფრინველის პატრონი.
ტეგები
გეგა
ყოჩაღ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?