3 წლის შემდეგ გველი სახლში ესტუმრა იმ ადამიანს, რომელმაც პატარაობაში გადაარჩინა
3 წლის შემდეგ გველი სახლში ესტუმრა  იმ ადამიანს, რომელმაც პატარაობაში გადაარჩინა
არა ერთი შემთხვევა ყოფილა, როცა დაკარგული კატა ან ძაღლი სახლში რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნებულა, თუმცა, მსგავსი რამ გველზე ალბათ არასოდეს გსმენიათ.

უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში. ფაქტს ადგილობრივი გაზეთი აქვეყნებს.

როდესაც ჰუბეის მცხოვრები ლი ცზინი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, მაგიდაზე გველი აღმოაჩინა. მან ქვეწარმავალს ზემოდან ზეწარი დააფარა და ფრთხილად გადაიყვანა გალიაში. გველი არ მოძაობდა და მამაკაცს მშვიდად ემორჩილებოდა. ლიმ არ იცოდა, იყო თუ არა ის შხამიანი.

ცნობიმოყვარე მამაკაცი გა
ლიაში მყოფ გველს აკვირდებოდა. ქვეწარმავალი მშვიდად იწვა და არანაირ აგრესიას არ ავლენდა ლის მიმართ. უეცრად ლი გაოგნდა, როცა დაინახა გველის სხეულზე არსებული იარები. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი 3 წლის წინ
სამშენებლო ტერიტორიაზე
ლიმ გველის წიწილი აღმოაჩინა. ქვეწარმავალს არა ერთი ტრავმა ჰქონდა. მამაკაცმა ის სახლში წაიყვანა და დიდხანს მკურნალობდა, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ  ბუნებაში გაუშვა.

ფოტოზე ასახულია ლი სზინი, რომელიც თავის გადარჩენილ გველს 
ტყეში უშვებს


Zooclub

"ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჩემი გადარჩენილი გველი დაბრუნდებოდა."- უთხრა ლიმ ჟურნალისტებს.

ლიი სზინმა გველი ისევ ტყეში დააბრუნა. ამ ფაქტის შემდეგ მამაკაცი პატარა ხმაურზეც კი ყურადღებით არის, რათა თავისი უცნაური მეგობარი ისევ არ ესტუმროს სახლში.

ასევე იხილეთ:

სამეფო კობრა ჭაში ჩავარდნილ ლეკვებზე ზრუნავდა

ზოოფობია – ცხოველების შიში

გველების შიშველი ხელით დამჭერი

ტეგები
:)))
შამპანურით და ბამბანერკით ასულა თურმე.
////////////////////////
დათიკო შენც უყვარხარ სიდედრს, მაგრამ არ შეუძლია გამოხატვა
datiko48
როგორ ყვარებია სიდედრს სიძე,კიდევ დაბრუნდა მასთან სახლში!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?