სხვადასხვა სახეობის ცხოველი, რომლებიც ქალმა გადაარჩინა, საუკეთესო მეგობრები გახდნენ
სხვადასხვა სახეობის ცხოველი, რომლებიც ქალმა გადაარჩინა, საუკეთესო მეგობრები გახდნენ
არაერთი ფაქტი გვინახავს, როცა ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოველები ერთგული მეგობრები არიან და ეს კიდევ ერთი მაგალითია მათი სიყვარულისა, სადაც მთავარი გმირები კუ და ძაღლი არიან.

როდესაც ქრისტინ ჰილბერგი იმყოფებოდა კალიფორნიაში, შეამჩნია უსახლკარო მამაკაცი ძაღლთან ერთად . ცხოველს ეტყობოდა, რომ ავად იყო და ესაჭიროებოდა მკურნალობა. ქრისტინმა მისი აყვანის სურვილი გამოთქვა.

როგორც ჩანს, მამაკაცს ძალიან შეაყვარა ძაღლმა თავი. იმ იმედით, რომ კარგად მიხედავდნენ, მან ძაღლი, სახელად ფუკა, ქრისტინს გადასცა.

ფუკას სერიოზული დაავადება არ აღმოაჩნდა. მას მხოლოდ აქვს კბილის დეფექტი, რომელიც, ქრისტის თქმით, მეტად
საყვარელ იერს სძენს.

Zooclub

ძაღლი ბედნიერია თავის ახალ პატრონთან, მაგრამ ის ოჯახში ერთადერთი გადარჩენილი ცხოველი არ
არის.

ქრისტინმა ასევე აიყვანა კუ, სახელად ლარი, რომელიც რეპტილიების სელექციონერთნ ძალიან ცუდ პირობებში იმყოფებოდა.

Zooclub

ძაღლი და კუ განუყრელი მეგობრები გახდნენ.

Zooclub

ისინი ბედნიერად გრძნობენ თავს ახალ სახლში.

Zooclub

ქრისტინი მათ სხვადასხვა აქსესუარით ანებივრებს.

Zooclub

პატრონი ინსტაგრამზე ათავსებს ცხოველების ფოტოებს, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ასევე იხილეთ:

არავინ ელოდა, რომ უსახლკარო ძაღლი ასე გადაუხდიდა მადლობას თავის გადამრჩენელს

პრისცილა- ინსტაგრამის დედოფალი

ლედი გაგას ძაღლს საკუთარი ინსტაგრამის ექაუნთი აქვს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?