მონადირეებმა წყნეთის ტერიტორიაზე ნადირს ვერ მიაკვლიეს
მონადირეებმა წყნეთის ტერიტორიაზე ნადირს ვერ მიაკვლიეს
მონადირეებმა დღეს დილით, სამსაათიანი ძებნის შემდეგ, წყნეთის ტერიტორიაზე ნადირის კვალი ვერ აღმოაჩინეს.

როგორც მონადირეთა ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ტყემალაძემ განაცხადა, წყნეთის ტერიტორიაზე ამ წუთებში დასრულდა სამძებრო სამუშაოები, სადაც სამი საათის განმავლობაში 12-14 კაციანი მონადირეთა ჯგუფები ძაღლებთან ერთად ნადირის კვალის პოვნას ცდილობდნენ.

ტყემალაძის თქმით, მოსახლეობისგან ზარები შევიდა და ითხოვდნენ აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდას, თუმცა, ეს ზარები ცრუ აღმოჩნდა.

მისივე განმარტებით, წყნეთის ხევში და ტყის მასივებში მტაცებელი ცხოველის არანაირი კვალი არ ფიქსირდება.

"ტყეში საქონელი დადის. დაგლეჯილი ცხოველის ლეში არ არის. გუშინ წვიმა იყო და
ხეობებიც ვნახეთ. ხომ არ იყო წყალზე მისვლის კვალი, თუმცა, არანაირი კვალი არ არის. შესული ზარები
ჯობია ჯერ პოლიციამ გადაამოწმოს და შემდეგ მოხდეს კვალზე მონადირეებისა და ძაღლების გასვლა", - დასძინა ტყემალაძემ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?