გორის რაიონის სოფელ რეხში მტაცებელ ცხოველს ეძებენ
გორის რაიონის სოფელ რეხში მტაცებელ ცხოველს ეძებენ
გორის რაიონის სოფელ რეხში მტაცებელ ცხოველს ეძებენ. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმისა და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

მტაცებლის საძიებო სამუშაოები რეხში ერთ-ერთი ადგილობრივი მოქალაქის მიერ 112-ში განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. სოფლის აღნიშნული მკვიდრის მტკიცებით, რეხის განაპირას მტაცებელი ცხოველის ნაკვალევი აღმოაჩინეს. ასევე შენიშნეს პირუტყვის დაფრთხობა.

წუხელ, 21:00 საათიდან დღეს დილის 09:00 საათამდე მტაცებლის შესახებ 112-ზე 30 შეტყობინება შევიდა. ყველა შემთხვევაში მოხდა შესაბამისი სამსახურების ადგილზე გასვლა, თუმცა, არც ერთი არ დადასტურდა.

ამ წუთებში რეხაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, პოლიცია, სპეცრაზმი და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ჯერჯერობით სპეციალისტების მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა, რისი ნაკვალევი შეიძლება იყოს, თუმცა, მოსახლეობა
ამბობს, რომ ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის ნაკვალევს არ გავს.

სამძებრო სამუშაოები რეხაში რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ადგილზე შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ზოოპარკიდან გაქცეული ერთი ვეფხვისა და ერთი ზოლიანი აფთარის ძებნა მიმდინარეობს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?