2 წლის გოგონა უკვალოდ გაქრა... სამი დღის შემდეგ მის მშობლებთან მოულოდნელი სტუმარი გამოჩნდა
2 წლის გოგონა უკვალოდ გაქრა... სამი დღის შემდეგ მის მშობლებთან მოულოდნელი სტუმარი გამოჩნდა
კენტუკის (აშშ) შტატში, ბულიტოს ოლქის მაცხოვრებლები მომხდარით შეშფოთებულნი იყვნენ. ამის მიზეზი იყო 2 წლის გოგონა, ჩარლი კემპელი, რომელიც დაიკარგა. ბოლოს ის ბებიასთან ერთად ნახეს, ამის შემდეგ ბავშვის ადგილსამყოფელის შესახებ არავინ იცოდა.

2 წლის ჩარლის მოსაძებნად არა ერთი მოხალისე ჩაერთო. მათ ძებნა ახლო მდებარე ტყეში დაიწყეს. დაკარგულ გოგონასთან ერთად პიტბულის ჯიშის ძაღლი, პენიც გაუჩინარდა.

Zooclub

უშედეგო ძებნიდან სამი დღის შემდეგ, გოგონას მშობლების სახლთან პენი გამოჩნდა, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ მეზობელმა, ეზოს შესასვლელთან, 2 წლის გოგონაც დაინახა.

ჩარლი გამოფიტული და მწერებისგან დაკბენილი იყო, თუმცა, სამედიცინო გამოკვლევის
შედეგად, დადგინდა, რომ მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

Zooclub

როგორც ჩანს, მთელი ამ დროის განმავლობაში პენი
ბავშვთან ერთად იყო და მას იცავდა, რადგან ტყეში კოიოტები და სხვა მტაცებლები ბინადრობენ.

Zooclub

პენი ადგილობრივი გმირი გახდა და ეს მან დაიმსახურა.

Zooclub

"სავარაუდოდ, ბავშვი ეზოში თამაშით გაერთო, შემთხვევით ტყეში შევიდა და დაიკარგა. რომ არა ძაღლის მზრუნველობა, შესაძლოა, ამ ისტორიას სევდიანი დასასრული ჰქონოდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა", - ამბობს ადგილობრივი სამართალდამცველი.

ასევე იხილეთ:

საჩხერის რაიონის სოფელ უზუნთაში ძაღლმა 7 წლის ბავშვი გადაარჩინა

ის სამკურნალო მცენარის საძებნელად ტყეში წავიდა და დაიკარგა... იდუმალმა თეთრმა ძაღლმა მისი სიცოცხლე გადაარჩინა და გაუჩინარდა

ძაღლი პოლიციელებს დაკარგული ბავშვის პოვნაში დაეხმარა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?