მელიას თავი ძაღლი ჰგონია (+ვიდეო)
მელიას თავი ძაღლი ჰგონია (+ვიდეო)
ეს მელია თავისი გადამრჩენლის ემი დე სილვას ოჯახში ცხოვრობს. იგი სულ 4 თვის იყო, როდესაც ყოფილმა პატრონმა გააჩუქა, რადგან მისი შენახვა ვერ შეძლო. ახლა ეს წითური საოცრება უკვე 11 თვისაა და სრულიად კმაყოფილია თავისი ახალი სახლით. მელია დაუმეგობრდა, როგორც პატრონებს, ასევე მათ ორ ძაღლს. ამასთან, ტოდდი,

როგორც ჩანს, თავს ასევე ძაღლად თვლის იმიტომ, რომ დიდი ხალისით სეირნობს მათთან ერთად საბელით, საჭმლის დროს ენერგიულად აქიცინებს კუდს. 

ემამ ტოდი 4 თვის ასაკში მიიკედლა. იგი 11 თვისაა და ისე იქცევა, როგორც ემას სხვა ძაღლები.
"ის ყოველთვის აქიცინებს კუდს, როდესაც ვაპირებ საჭმელი ვაჭამო და ზურგზე წვება, რომ მუცელზე მოეფერონ".

Zooclub

ტოდის
ყველაფრის გაკეთება სურს, რასაც ჩემი ძაღლები აკეთებენ, მაგრამ მე არ შემიძლია, ის საბელიდან ავუშვა, რადგან ის ყრუა და ვერ გაიგონებს ჩემს ძახილს".

Zooclub

ტოდი ძალიან დაუმეგობრდა ჩემს ძაღლებს და მას მოსწონს მათთან დროის გატარება, თამაში".

Zooclub

იგი უკვე სრულიად გაერკვა გარემოში და უცხო ადამიანებს სულ უფრო ხშირად ვაძლევ უფლებას იკონტაქტონ ტოდისთან.

Zooclub

რამოდენიმე ხნის წინ, ტოდისთან ერთად პირველად ვიყავით სკოლაში და ბავშვები ეფერებოდნენ მას, ტოდის ეს ძალიან მოსწონდა.


იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?