ხელოსნებს მშენებლობიდან ტირილის ხმა შემოესმათ...
ხელოსნებს მშენებლობიდან ტირილის ხმა შემოესმათ...
ჩვეულებრივი სამშენებლო ტერიტორია, სადაც ხელოსნები თავის საქმეს ასრულებდნენ, სულ რამდენიმე წუთში გადაიქცა სამაშველო ოპერაციის ადგილად. 

ლონდონის გარეუბანში ხელოსნები ასრულებდნენ თავიანთ საქმიანობას, როდესაც მტვრითა და ნაგვით დაფარული ადგილიდან მოესმათ სუსტი ტირილის ხმა. ისინი მიხვდნენ, რომ ხმა ცხოველის იყო, თუმცა, ვერ გაარჩიეს, რა ცხოველი იყო ამ ნანგრევების ქვევით. ყველა ხელოსანი იმ ადგილს მიუახოვდა და დაუყოვნებლოვ დაიწყეს ადგილის განთავისუფლება.

რამდენიმე წუთში მათ ტალახში და ჭუჭყში გახვეული მელიის ლეკვი ამოიყვანეს. ცხოველი შეშინებული და დათრგუნული ჩანდა. 

Zooclub

საბედნიეროდ, ადგილზე გარეულ ცხოველთა დახმარებ
ის ცენტრის წარმომადგენლები მივიდნენ და
შეშინებული მელია ვეტერინართან წაიყვანეს. დაბანის შემდეგ, ის ულამაზესი ხვადი მელიის ლეკვი აღმოჩნდა. ექიმებმა ცხოველი გასინჯეს და ის სრულიდან ჯანმრთელი იყო.

Zooclub

"ჩვენ ყოველთვის იმ ადგილზე ვაგროვებთ სამშენებლო ნარჩენებს, სადაც ცხოველი ვიპოვეთ. ის ნარჩენების ქვევით იყო, მიკვირს, ამდენი ხანი, როგორ გაძლო ცოცხალმა."- ამბობს ერთ-ერთი ხელოსანი.

Zooclub

პატარა ცხოველი დროებით რეაბილიტაციას ვეტ-კლინიკაში გაივლის, ხოლო შემდეგ გადაიყვანენ თავშესაფარში, რადგან ტყეში შესაძლოა, დედის გარეშე საკვები ვერ მოიპოვოს და დაიღუპოს.

ასევე იხილეთ:

საოცარი კადრები: მაშველები მეწყერით დაფარული სახლიდან ძაღლის ამოყვანას ცდილობენ

წყლის მილში ჩავარდნილი ლეკვის გადარჩენა

კატამ, საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტები იპოვა

ლია...
გენაცვალე შვილუკა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?