კატამ, საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტები იპოვა
კატამ, საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტები იპოვა
ორი კნუტი, რომელიც უპატრონო კატამ, ერთ-ერთი სახლის სხვენში გააჩინა, შემთხვევით საჰაერო მილში ჩაცვივდნენ . სახლის პატრონებს ესმოდათ ხმაური, თუმცა ვერ ხვდებოდნენ საიდან მოდიოდა კნუტების ტირილის ხმა.
კატამ, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა ერთ-ერთ კედილთან დაიწყო ტრიალი და თათებით ცდილობდა ორმო ამოეთხარა.

Zooclub

" მივხვდით , რომ ჩვენ კატამ მიაგნო კნუტებს და დავეხმარეთ მას რათა კედელში ღრმული გაგვეკეთებინა. მართლაც, ორი კნუტი იყო კედლის იქით. ჩვენი კატა რომ არა, ისინი შესაძლოა შიმშილით მომკვდარიყვნენ."- ამბობს სახლის პატრონი.

Zooclub

კნუტები ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანეს, თუმცა მათ ჯანმთელობას საფრთხე
აღარ ემუქრებოდა.

Zooclub

ოჯახმა დედა კატის მოძებნა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ მათ გადაწყვიტეს ორივე კნუტი სახლში
დაეტოვებინათ.

Zooclub

"ჩვენი კატა, ძალიან თბილად არის ორივე კნუტის მიმართ განწყობილი, ამიტომ სურვილი გვაქვს ისინიც ჩვენი ოჯახის წევრები გახდნენ."- ამბობს კნუტების ახალი პატრონი.

ტეგები
lali
ჩვენთან პირიქით, თუ ცხოველს იბრალებ და ეხმარები, სხვების დაცინვის საგანი ხვდები. სამწუხაროა, რომ სხვა ბევრ საკითხთან ერთად, მაგ საკითხშიც ძალიან ჩამორჩენილი აზროვნება აქვს ჩვენი მოქალაქეების უმეტეს ნაწილს
ქეთი
გული გამოთბო ამ კეთილი ოჯახის საქციელმა. სამწუხაროა, რომ ჩვენში ცხოველების მიმართ მსგავსი მიდგომის კულტურა არ არსებობს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?