error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/d492c5ded3d9b56b621b044a331db587.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ცხოველებზე 9 ფაქტი, რომლებიც განწყობას გაგიუმჯობესებთ
ცხოველებზე 9  ფაქტი, რომლებიც განწყობას გაგიუმჯობესებთ
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიხარულისთვის მიზეზი არ გვაქვს, ჩვენი პატარა მოძმეები თავიანთი სახალისო ქცევებით განწყობას გვიუმჯობესებენ. გარდა იმისა, რომ ეს მოულოდნელი ფაქტები დაგაინტერესებთ, სასიამოვნო განწყობასაც შეგიქმნით და არაერთ სიახლეს შეიტყობთ ცხოველების შესახებ.

აკვარიუმის ზოგიერთი თევზი საკუთარ პატრონს ცნობს

Zooclub

კვლევების შედეგად დადგენილია, რომ თევზ-შხეფიას შეუძლია ადამიანის სახის დამახსოვრება. ზოოლოგების თქმით, მსგავსი უნარი პატარა ზომის აკვარიუმის თევზებსაც აქვს.

გიგანტურ პანდას გადაშენება აღარ ემუქრება

Zooclub

გიგანტური პანდების რაოდენობა იზრდება და მათ გადაშენება აღარ ემუქრებათ. უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებაში ვეფხვების რაოდენობაც იზრდება.

ფოლკლენდის კუნძულებზე დანაღმული მინდვრები პინგვინების ნაკრძალი
გახდა

Zooclub

ფოლკლენდში დანაღმული მინდვრები ჯერ კიდევ 1982 წლიდან, არგენტინა- ბრიტანეთის კონფლიქტის შემდეგ, გადაადგილებისთვის საშიშია. ამჟამად ეს
ადგილი მაგელანის პინგვინების ნამდვილი თავშესაფარია. ეკლიანი მავთულები და ნაღმები ბრაკონიერებს აშინებთ.

შესაძლოა, თქვენს ძაღლს ესიზმრებით

Zooclub

ჰარვარდის უნივერსიტეტის, ევოლუციური ფსიქოლოგის, დეიდრი ბარეტის თქმით,  ძუძუმწოვრები ისევე ხედავენ სიზმრებს, როგორც  ადამიანები. ისინი თავიანთ სიზმრებში მომხდარი ფაქტების გადამუშავებას ახდენენ. ამ რიცხვს მიეკუთვნებიან გორილები და როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, ძაღლებიც. ასე რომ, დიდი ალბათობით, თქვენს ძაღლს ხშირად ესიზმრებით.

პატარა სპილოს დაბადებისას მთელი ხროვა ხმიანობას გამოსცემს და ამგვარად აღნიშნავენ ოჯახში ახალშობილის მოვლენას

Zooclub

სპილოები დიდ ოჯახებად ცხოვრობენ. ეს ოჯახები, ძირითადად, მდედრებისა და ახალგაზრდა ინდივიდებისგან შედგება. მდედრი სპილოები ჯგუფის ახალშობილ წევრზე ზრუნავენ და ახალგაზრდა დედას პატარას გაზრდაში ეხმარებიან.

დელფინები ჯერ კიდევ დაუბადებელ შვილებს უმღერიან

Zooclub

სამხრეთ მისისიპის უნივერსიტეტის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დელფინები თავიანთ შვილებს მუცლადყოფნის პერიოდში უმღერიან. წყლის ბინადრები, ამგვარად ჯერ კიდევ დაუბადებელ პატარებს "სასიგნალო სტვენას" ასწავლიან. სტვენა ყოველთვის ინდივიდუალურია და "სახელს" აღნიშნავს, რომელსაც დაბადების შემდეგ დედა თავის შვილს დაუძახებს. ეს პატარა დელფინს დაეხმარება, მშობელს ყველგან თან გაჰყვეს და არ დაიკარგოს.

თქვენს ძაღლს გულწრფელად უყვარხართ

Zooclub

ოქსიტოცინის, პულსის, წნევისა და სხვა ბიომეტრიული მაჩვენებლების დამახასიათებელი ცვლილება პატრონისა და ძაღლის მიჯაჭვულობაზე მიუთითებს. ეს მანიშნებელია იმისა, რომ  ორივეს ერთნაირად უხარიათ ერთმანეთთან ყოფნა და ამ ურთიერთობით სიხარულს განიცდიან. ეს არ არის დამოკიდებული საკვებზე, სეირნობაზე ან ძაღლის რაიმე სიამოვნებაზე. მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორ ექცევა პატრონი ძაღლს, ოთხფეხა მეგობარს ყველაფრის მიუხედავად, ის ძალიან უყვარს.

შინშილასთვის წყალში ბანაობა საშიშია - ბუნებაში ის  მხოლოდ ქვიშაში ბანაობს

Zooclub

შინშილას ბეწვი იმდენად სქელია, რომ დასველებისას დიდი ხნის განმავლობაში ვერ შრება და დიდი რისკია, ის სიცივისგან მოკვდეს. ამიტომ, შინშილა მხოლოდ ქვიშაში ბანაობს - როგორც ბუნებაში, ისე სახლის პირობებში.

ძროხები და თხები აქცენტით საუბრობენ

Zooclub

ძროხა ღმუის, ხოლო თხა კიკინებს გარკვეული აქცენტით, რომელიც დამახასიათებელია მათი ბინადრობის ადგილისთვის. ამასთანავე, თხას შეუძლია, გაითავისოს აქცენტი, თუ სხვა მხარის თხების არვეში მოხვდება.

ასევე იხილეთ:

12 ფაქტი ცხოველების შესახებ, რომლებსაც ბავშვებს სკოლებში არ ასწავლიან

ძაღლების შესახებ რამდენიმე ფაქტი, რომლებიც შესაძლოა, პირველად შეიტყოთ

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ზღვის გოჭებზე. მათი წაკითხვის შემდეგ ეს მღრღნელი აუცილებლად შეგიყვარდებათ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?