ცხოველების ექსპერტი განმარტავს, თუ რატომ არ არის აუცილებელი ძაღლს მუცელზე მოვეფეროთ
ცხოველების ექსპერტი განმარტავს, თუ რატომ არ არის აუცილებელი ძაღლს მუცელზე მოვეფეროთ
ვისაც კატა ან ძაღლი ჰყავს, ალბათ ხვდება თავისი ბინადრის სურვილებს, თუმცა, ზოგჯერ შესაძლოა, ჩვენი აღქმა მცდარი აღმოჩნდეს.

ედინბურგის უნივერსიტეტის სამეფო ვეტერინარული სკოლის პროფესორი, ჯილ მაქეი, თავის წიგნში, რომლის ამონარიდიც გამოცემა "DailyMail"-მა გამოაქვეყნა, კომპანიონი ცხოველების ქცევებთან დაკავშირებით პოპულარულ მითებს ამსხვრევს.

მაგალითად, როდესაც ძაღლი ადამიანის წინ ზურგზე წვება და მუცლის დემონსტრირებას ახდეს, ამ მოქმედებით ის მოფერებას ან მოფხანვას არ ითხოვს. პატრონი ამ მოქმედებით ცხოველის პირად სივრცეში იჭრება. მიუხედავად ამისა, ათასწლეულების განმავლობაში ცხოველს ადამიანთან ურთიერთობამ ასწავლა, რომ მისი შეხება თავად ადამიანს მოსწონს, ამიტომ
ძაღლი პატრონს მოფერების ან მოფხანვის ნებას რთავს.

Zooclub

კიდევ ერთი მცდარი დამოკიდებულება ძაღლის მიმართ - მკაცრი
რეაქცია ყეფაზე, როდესაც ძაღლი უცხო ადამიანს ხედავს. ამ დროს არ ღირს ცხოველის გაგდება ან მისთვის დაყვირება, რადგან ცხოველი ფიქრობს, რომ აღელვებული ხართ და კიდევ უფრო ხმამაღლა იყეფება.

Zooclub

"მსგავს სიტუაციაში უკეთესია, თუ ძაღლს არ მიაქცევთ ყურადღებას და მისი ყეფის იგნორირებას მოახდენთ", - ურჩევს შინაური ცხოველის მფლობელებს პროფესორი მაქეი. ასევე ამატებს, რომ ძაღლებს ვუყვარვართ და უყურადღებობით შევძლებთ მათ ცუდ საქციელზე მივუთითოთ.

პატრონები კატებთან ურთიერთობისას არა ერთ შეცდომას უშვებენ. თუ ცხოველების ქცევის ექსპეტს, ჯილ მაქეის დავუჯერებთ, უაზრობაა, კატას ავუკრძალოთ დივნის დაზიანება ან ონკანიდან წყლის დალევა.

"კატა შედის მისაღებ ოთახში და პირველი, რასაც ხედავს, დივანია. მისთვის ეს კიდევ ერთი კედელია, ამიტომ მის მონიშვნას ცდილობს, როგორც საკუთარი ტერიტორიის. იმის მაგივრად, რომ თქვენს ფუმფულა ბინადარს ეჩხუბოთ, მოათავსეთ დივნის გვერდით სპეციალურად კატებისთვის განკუთვნილი ბრჭყალების სალესი", - გვირჩევს მაქეი.

Zooclub

რაც შეეხება წყალს, პატრონების უმეტესობა კატის საკვებ და წყლის ჯამებს გვერდიგვერდ ალაგებს, რაც ფუმფულა ბინადრების უმეტესობას არ მოსწონს. შედეგად, შინაური ცხოველი ეძებს სხვა ადგილს, სადაც წყლის დალევას შეძლებს.

Zooclub

გამოსავალი ერთია: წყლის ჯამი მოათავსეთ მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც კატა საკვებს მიირთმევს ან მოაწყვეთ მისთვის მინიატურული დასალევი შადრევანი, რადგან კატებს გამდინარე წყალი ძალიან მოსწონთ.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

სანამ ძაღლის დასჯას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით... აი, რას ნიშნავს მისი "დამნაშავე" გამოხედვა

ძაღლებმა ემოციების გამოვლენა ადამიანების გულის მოსაგებად ისწავლეს

სპეციალისტებმა ამოხსნეს, თუ რას ნიშნავს როდესაც ძაღლი ცხვირს ილოკავს


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?