ძაღლებმა ემოციების გამოვლენა ადამიანების გულის მოსაგებად ისწავლეს
ძაღლებმა ემოციების გამოვლენა ადამიანების გულის მოსაგებად ისწავლეს
პორტსმუთის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლები ადამიანთან ურთიერთობისას ხშირად იყენებენ სხვადასხვა მიმიკას. როგორც ჩანს, ეს პატრონზე ზემოქმედების ერთ-ერთი საშუალებაა. კვლევის შედეგები ჟურნალ "Scientific reports"-ში გამოქვეყნდა.

კვლევაში 24 სხვადასხვა ჯიშისა და ასაკის (1 წლიდან 12 წლამდე) ძაღლი მონაწილეობდა. ყველა მათგანი პატრონიანი იყო. ცდის ფარგლებში თითოეული ცხოველი საბელით იჯდა და უცნობი ადამიანისგან ერთი მეტრის მანძილით იყო დაშორებული. მათ სხვა ძაღლის დანახვაც შეეძლოთ. სპეციალისტები ყველაფერს ვიდეო კამერაზე იღებდნენ, ხოლო შემდეგ სპეციალური პროგრამის (DogFACS) დახმარებით ძაღლების მიმიკებს ანალიზს უკეთებდნენ და ადგენდნენ, თუ რომელი მიმიკური კუნთი გამოიკვეთებოდა.

აღმოჩნდა, რომ როდესაც ძაღლი ადამიანთან კონტაქტს თვალებით ამყარებს, ის ხშირად "ლეკვური გამოხედვის" დემონსტრირებას ახდენს. ასეთი
გამოხედვით, ძაღლის წარბები აწეულია და შედეგად მისი თვალები დიდი გეჩვენებათ, ხოლო ზოგადი იერი სევდისმომგვრელია. ცნობილია, რომ ამგვარი მოქმედებით, ცხოველი სასურველის მიღებას ცდილობს.

ძაღლები ერთმანეთს  "ლეკვური გამოხედვით" პრაქტიკულად არასოდეს უყურებენ. გარდა ამისა, მსგავსი იერით არასოდეს უყურებენ გემრიელ საკვებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ძაღლმა იცის, თუ რა კონტექსში გამოიყენოს სახის მომგებიანი გამომეტყველება.

ექსპერიმენტის შედეგები მოწმობს, რომ 30 000 წლის მანძილზე ძაღლებმა ევოლუციის შედეგად ისწავლეს, თუ რა უფრო მოსწონთ ადამიანებს და როგორ მიიღონ მათგან სასურველი.

ამ დრომდე სპეციალისტებმა მსგავსი კვლევა ჩაატარეს მაიმუნებთან, რის შემდეგადაც აღმოჩნდა, რომ ჰომო-საპიენსის ქცევა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ეკონტაქტებიან, თუმცა, ძაღლის სახის გამომეტყველების ცვალებადობა, ადამიანებთან და ცხოველებთან მიმართებაში, პირველად გამოიკვლიეს.

ასევე იხილეთ:

მეცნიერებამ მოუძებნა ახსნა იმ ფაქტს, რომ ძაღლებს "ცუდი" ადამიანების ამოცნობა შეუძლიათ

როგორი მოქმედებებით ცდილობს კატა თქვენთან საუბარს?

სპეციალისტების დასკვნით, ძაღლები ადამიანების მსგავსად ინფორმაციას ძილის დროს იმახსოვრებენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?