გადაშენების პირას მყოფი ცხოველები, რომლებიც ფოტოხელოვანმა ველურ ბუნებაში გადაიღო
გადაშენების პირას მყოფი ცხოველები, რომლებიც ფოტოხელოვანმა ველურ ბუნებაში გადაიღო
მსოფლიოში არაერთი ცხოველია, რომელთა არსებობასაც საფრთხე ემუქრება. როდესაც მათ შესახებ ვფიქრობთ, პირველად ვიხსენებთ: ვეფხს, სპილოს, თეთრ დათვს... თუმცა, არსებობენ ისეთი ცხოველებიც, რომელთა შესახებ ცოტას თუ სმენია.

ბრიტანელი ფოტოხელოვანი ტიმ ფლეჩი ორი წლის განმავლობაში მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში, რათა გადაეღო იმ ცხოველების პორტრეტები, რომლებმაც შესაძლოა უმოკლეს დროში აღარ იარსებონ.

და აი, რამდენიმე მათგანიც:

შავი ცხვირპაჭუა მაიმუნი, რომელსაც 1962 წლამდე სპეციალისტები გადაშენებულ სახეობად მიიჩნევდნენ. მაიმუნის ეს ჯიში ბინადრობს ჩინეთის მთებში და ადგილობრივები მას პატივს მიაგებენ. 2006 წლის მონაცემებით, მისი რაოდენობა ველურ ბუნებაში 2 000-მდე ინდივიდს შეადგენს.

Zooclub

ბენგალური
ვეფხვი
- ამ მტაცებლის ბინადრობის არეალი ინდოეთია, სადაც ხელისუფლება მის დასაცავად სხვადასხვა ღონისძიებას მიმართავს, მაგრამ
2011 წლის მონაცემებით, ბენგალური ვეფხვების რაოდენობა ველურ ბუნებაში 2, 500 ინდივიდზე ნაკლები შემორჩა.

Zooclub

ვეშაპთავა ყვანჩა, რომელიც მხოლოდ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაშია გავრცელებული. ბოლო წლების მონაცემებით, მისი რაოდენობა 3, 500-ზე ნაკლებ ინდივიდს შეადგენს.

Zooclub

საიგა თითქოს უცხოპლანეტელს გავს, თუმცა, ის ანტილოპას ერთ-ერთი სახეობაა, რომლის ბინადრობის არეალი სამხრეთ ევროპა და ცენტრალური აზია იყო. დღეის მონაცემებით, დაახლოებით 18,000 ზრდასრული საიგა ბინადრობს რუსეთსა და ყაზახეთში, თუმცა, წლების წინ მათი რაოდენობა რამდენიმე მილიონს შეადგენდა, სწორედ ამიტომ სპეციალისტებმა მიიჩნიეს, რომ საიგა გადაშენების პირას მყოფი ცხოველია.

Zooclub

ყვითელთვალა ხის ბაყაყი საოცრად მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილებების მიმართ. დღეის მონაცემებით, მისი რაოდენობა ცნობილი არაა, თუმცა, სპეციალისტები მის გადაშენების საფრთხეზე აქტიურად საუბრობენ.

Zooclub

ჰიაცინტის არა კიდევ ერთი იშვიათი ცხოველია. ამ ფრინველის ველურ ბუნებაში შემცირების მიზეზი მათი დატყვევება და შავ ბაზარზე ვაჭრობაა. დღევანდელი მონაცემებით, ველურ ბუნებაში, ამ სახეობის თუთიყუშის 4, 300 ინდივიდია შემორჩენილი.

Zooclub

და დასასრულს, პოზიტიური ინფორმაცია თოვლის ჯიქის შესახებ - ეს მტაცებელი რამდენიმე დღის წინ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სიიდან ამოიღეს, თუმცა, მოუხელთებელი დიდი კატების რაოდენობა ველურ ბუნებაში ჯერ კიდევ მცირეა. ბოლო მონაცემებით, მათი რაოდენობის ზრდა არაერთი კამპანიის დამსახურებაა, რომლებიც თოვლის ჯიქის დასაცავად წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

Zooclub

თუ გსურთ გაეცნოთ ფოტოხელოვან ტიმ ფლეჩის ნამუშევარს, ეწვიეთ მისი Facebook-ის გვერდს, სადაც არაერთი ულამაზესი ცხოველის ხილვა შეგიძლიათ.


999
საქართველოა გადაშენების პირას და ცხოველების გიკვირთ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?

phone