რა ევალება კანონის მიხედვით ცხოველის მეპატრონეს
რა ევალება კანონის მიხედვით ცხოველის მეპატრონეს
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თანახმად, რომელიც ძალაში შესულია 2015 წლის 6 აპრილიდან, ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, ცხოველი უზრუნველყოს ისეთი გარემო პირობებით, რომელიც საფრთხეს არ უქმნის მას და მის ჯანმრთელობას.

იზრუნოს ცხოველის კეთილდღეობაზე კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიური და ეტოლოგიური თავისებურებების შესაბამისად. კერძოდ:

მუხლი 6. (3) ცხოველის შენახვისა და მოვლა პატრონობასთან დაკავშირებული პატრონის ვალდებულებები:

ა) ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება;
ბ) ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება;
გ) ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა;
დ) ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა.

ასევე
მეპატრონე ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი აღნიშვნა ან წარწერა
ცხოველის საცხოვრებელ ტერიტორიაზე. ცხოველის მეპატრონეს არ აქვს უფლება ცხოველის უმეთვალყურეოდ ან უპატრონოდ მიტოვების, იმ შემთხვევაში თუ პატრონი ვერ ახერხებს ცხოველისთვის სათანადო პირობების შექმნას, მასზე ზრუნვასა და მის სწორ კვებას, ცხოველის პატრონო ან მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია ცხოველი ჩააბაროს ცხოველთა თავშესაფარში. ცხოველის ჩაბარებამდე კი იგი ვალდებულია ქმედითი ღონისძიებები გაატაროს ცხოველისათვის ახალი პატრონის მოძიების მიზნით.
ცხოველის პატრონი ვალდებულია 10 დღის ვადაში უზრუნველყოს ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი დაწესებულების ინფორმირება, თავისი ან ცხოველის საცხოვრებელი ადგილის, საკონტაქტო ან ცხოველის რეგისტრაციისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა მონაცემების შეცვლისას, სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით. იმ შემთხვევაში თუ იგი ამრავლებს თავის საკუთრებაში მყოფ ცხოველებს უნდა მოხდეს არსებული ცხოველის ნაყარის გაჩუქება ან გაყიდვა თითოეული ფაქტის შემთხვევაში უნდა მოხდეს ამის რეგისტრაცია.

რაც შეეხება მეტისებს რომელთა გამრავლება ასე თუ ისე საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ხშირად ვერ ჩუქდებიან და მათი გაყიდვა კი საერთოდ არ ხდება.და სწორედ ამის გამო მათი რიცხვი საკმაოდ იზრდება, რომლებიც შემდგომ უპატრონო ცხოველებად მოიხსენიებენ, მეტისის პატრონი ვალდებულია თავის მფლობელობაში მყოფი ნარევი ჯიშის (მეტისის) ყოლისას ცხოველს ჩაუტაროს სტერილიზაცია/ კასტრაცია რათა მოხდეს მათი გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა. ქირურგიული ან სხვა, ცხოველისათვის უვნებელი, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდით.
მუნიციპალიტეტის ეს კანონი ასევე ეწინაღმდეგება ცხოველთა ბრძოლების გამართვას რომლის დროს ხდება ცხოველისთვის, ზიანის მიყენება, მისი დაუძლურება ან საერთოდ სიკვდილი.

აკრძალულია ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებსა და დაწესებულებებში, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი.

11. დასაშვებია ცხოველის გვამის:
ა) დამარხვა, საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე;
ბ) კრემაცია;
გ) მოთავსება ბიოთერმულ ორმოში.

12. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან "საჭდით" (ბირკით) და ყელსაბამით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას. ამასთან, პირი, რომელიც ახდენს ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსებას, ვალდებულია აწარმოოს მის მიერ იდენტიფიცირებული ცხოველების რეესტრი, რომელსაც, მასში ახალი მონაცემების შეყვანიდან 10 დღის ვადაში ან მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ წარადგენს უფლებამოსილ ორგანოში, ამ წესის დანართი # 3-ის მიხედვით. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (ე-მაილ).

13. ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა და გადაყვანა 07:00 – 23:00 საათების პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იგივე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იგივე კატეგორიის ადგილებში 23:00 – 07:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.

14. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თანმყოლი, შეზღუდული უნარების კომპენსირებისთვის სპეციალურად გაწვრთნილი და აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ძაღლების პატრონებს (მფლობელებს, მსგავსი ძაღლების დახმარებით მოსარგებლე პირებს), აქვთ ზემოხსენებულ ცხოველებთან დაუბრკოლებლად გადაადგილების უფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დანიშნულების ადგილებში (სავაჭრო ობიექტები, საბანკო დაწესებულებები და სხვა).

ცხოველის ყველა მეპატრონე ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს ცხოველის ვეტერინართან მიყვანა, მისი შემოწმება იმუნიზაცია და მისთვის საჭირო პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება.

16. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში.

17. ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს შეტყობინება დაკარგვის ფაქტის შესახებ და წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (ცხოველის, მისი დაკარგვის დროის, ადგილის, გარემოებების შესახებ და სხვა).

18. ცხოველის პატრონი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას ან უფლებამოსილ ორგანოს, საკუთრებაში (მფლობელობაში) მყოფი ცხოველის მიერ ადამიანის ან/და ცხოველის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ და წარადგინოს ცხოველი ვეტერინარულ დაწესებულებაში ან უფლებამოსილ ორგანოში, ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დაწესების მიზნით, ასევე წარმოადგინოს ცხოველის ვეტერინარული პასპორტი და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ცხოველის ვეტერინარული ზედამხედველობის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს ცხოველის პატრონი.

19. ცხოველის დაავადების შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, ადამიანისა ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადების დადგენის შემთხვევაში, ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) ამ წესის პირობებით დადგენილი ცხოველის ევთანაზია და მისი შემდგომი დამარხვა/კრემაცია/მოთავსება ბიოთერმულ ორმოში;

ბ) ცხოველის პატრონის მოთხოვნის და მკურნალობის საფასურის უზრუნველყოფის შესაძლებლობის შემთხვევაში, ცხოველის შესაბამისი მკურნალობა.

20. ცხოველის კვლევის, მკურნალობის, ევთანაზიის და დამარხვის/კრემაციის/ბიოთერმულ ორმოში მოთავსების ხარჯებს ანაზღაურებს ცხოველის პატრონი.

21. ცხოველის პატრონი ვალდებულია საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს.

22. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომისა და ცხოველის პატრონის მიმართვის შემთხვევაში, ცხოველის გადაყვანას თავშესაფარში და შემდგომი პროცედურების ჩატარებას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო.

23. ამ მუხლის მე-19 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესის სათანადოდ და სრულად ჩატარების და მკურნალობის პროცესში ადამიანებისა და სხვა ცხოველებისათვის საშიში დაავადების გავრცელების პრევენციის ღონისძიებების გატარების ვალდებულება, კომპეტენციის ფარგლებში აკისრია როგორც ცხოველის პატრონს, ისე შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას.

24. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესში ცხოველის პატრონი დაარღვევს დანიშნული მკურნალობის მეთოდიკას, პროცედურებს და ვადებს, ცხოველის პატრონს ეკისრება პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

25. ადამიანისა ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადების დადგენის შემთხვევაში, ასევე ევთანაზიის თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის ყოველი ფაქტის შესახებ, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს დაუყოვნებლივი ინფორმირება.

26. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესში ცხოველის პატრონი დაარღვევს დანიშნული მკურნალობის მეთოდიკას, პროცედურებს და ვადებს, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით, ცხოველის პატრონის მიმართ შესაბამისი ზომების გატარების მიზნით. ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვეტერინარულ დაწესებულებას ეკისრება პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ეს წარმოადგენს ყველა იმ პირობას, რომელიც ავალდებულებს ცხოველის მეპატრონეს დაემორჩილოს კანონს და მოხდეს შესაბამისი ნორმების დაცვა ცხოველის ყოლის და მოვლა პატრონობის დროს.

სრულად კანონი იხილეთ: "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების ( ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესი"

მომზადებულია ანი ქარჩავას მიერ
Natia
lali 2 ცხოველის გარდა სხვა დამაბინძურებელი ვერავინ ნახეთ? ქუჩაში იმდენი ნაგავი ყრია გადაირევა კაცი საიდან ხვდება ეს ყველაფერი შუა გზაზე, მათ შორის ისეთი საშიში ნაგავი როგორიცაა: ნარკომანების მიერ გამოყენებული შპრიცები, გატეხილი თერმომეტრები, გახსნილი ბატარეები, წამლები და ეს ყველაფერი სკვერში სადაც ბავშვები თამაშობენ. სადარბაზოებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე და გარაჟებზე აღარაფერს ვამბობ, რომლებიც უკვე დიდი ხანია კაცების ტუალეტად არის ქცეული. არც ბავშვების მშობლები აკლებენ, რომლებიც ვერ შეიწუხებენ თავს რომ ბავშვი 2 წუთით აიყვანონ სახლში და შუა პარკში არ გააკეთებინონ ყველას თანდასწრებით. "ადამიანების" ნაგავით ისევ ძაღლები ზარალდებიან ამიტომ ჯერ "ადამიანებს" მიხედეთ და მერე ძაღლების პატრონებს წამოუყენეთ მოთხოვნები.
lali 2
რა პასუხისმგებლობა აქვს იმ ცხოველის პატრონს,რომელიც ეზოს და ხშირად სტადიონს აბინძურებს?
კოკი-ს
ადამიანს აქვს უფლება ყავდეს სახლში ერთზე მეტი ცხოველი თავის ხარჯზე - რადგან თავად უვლის და ვალდებულებას იღებს უპატრონოს, ჯანმრთელობა , კვება და ჰიგიენა უზრუნველყოს. ასევე დადგენილია გარკვეული სიმაღლის ხმა რომ არ უნდა გადიოდეს გარეთ (არც ადამიანის ყეფა და არც ძაღლის!).. ასევე არსებობს პუნქტი, რომელსაც ეწოდება "მეზობლების მოთმინების ვალდებულება" - ჰო და ზოგს თუ 5-6 ბავშვის კივილწივილი ურჩევნია, ან ლოთბაზარა კაცების ღრეობა და ხორხოცი შუაღამეზე და მანქანაში ხმამაღლა ჩართული "აყვავებულა არაგვზე დეკა" - იქ სხვისი სურვილის პატივისცემაც უნდა შეძლონ! - კანონით!
კოკი
ძალიან მაინტერესებს ნუთუ არსად არ წერია რომ არ უნდა შეაწუხო მეზობლები თუ კი საერთო ეზოში ცხოვრობს პატრონიო ან რომ ერთ ოჯახს მხოლოდ ერთი ძაღლი უნდა ჰყავდეს და რომ სხვის ხარჯზე ე.წ. კეთილშობილების თამაში დასჯადი უნდა იყოს?
???
ცხოველის პატრონი ვალდებულია, ვალდებულია,ვალდებულია, და უფლებები სადაა? უფლება არაფრის აქვს?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?