"ტაქსის მძღოლს უთხარი მეტს გადაგიხდი ოღონდ ამ წვიმაში ნუ დამასველებინებ ცუგოსთქო..."
"ტაქსის მძღოლს უთხარი მეტს გადაგიხდი ოღონდ ამ წვიმაში ნუ დამასველებინებ ცუგოსთქო..."
ცხოველთა მოყვარული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ბათუმელ ტაქსის მძღოლზე, რომელიც კეთილი ანგელოზივით მოევლინა და უფასო ტრანსპორტირება გაუწია მას და მის ქუჩიდან აყვანილ ლეკვს. მეტიც, კეთილმა ადამიანმა შინაურ ცხოველს საკვებიც უყიდა და გოგონა თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად სახლამდეც მიიყვანა.

"მეგობრებო მე დღეს ეს ცუგო ქუჩიდან ავიყვანე. ტაქსი გამოვიძახე და ვშიშობდი, რომ უარს მეტყოდა ტრანსპორტირებაზე. მოსვლისთანავე მძღოლს ვუთხარი მეტს გადაგიხდი ოღონდ ამ წვიმაში ნუ დამასველებინებ ცუგოსთქო. "დაჯექიო". მთელი გზა მძღოლი ხმას არ იღებდა. სანამ დანიშნულების ადგილას მივიდოდი მაღაზიასთან გააჩერა,  ცოტახანში, რაღაც პატარა შავი ფერის
პარკით მობრუნდა და წინა სავარძელზე დადო.

მივედით სახლამდე ვხედავ მრიცხველზე ,,ცხრა ლარი და 40 თეთრია"",
 გავუწოდე ათლარიანი და მითხრა "ეგ ფული დაიტოვე და ეს პარკი აიღე 3 კილო კორმია წეღან ვიყიდე შენი ცუგოსთვისო". მადლობა მომიხადა, რომ მიუსაფარ ცხოველს დავეხმარე. გავოცდი და ჩემდა უნებურად ცრემლები წამომივიდა. გამეხარდა და ძალიან გამაოცა ამ პატიოსანმა მძღოლმა. ეს ყველაფერი ხდება ბათუმში, ბათუმი სიყვარულის ქალაქია", - წერს სოციალურ ქსელში ცხოველთა მოყვარული გოგონა.

ასევე იხილეთ:

დღის ფოტო: "ტაქსიში ჩავჯექი და ესეთი უცნაურობა დამხვდა..."

"სად მიგყავარ ან რომ მიგყავარ ამდენ პატრონიან და ჯიშიან ძაღლებში შენც დაგცინებენ და მეც სასაცილოდ ამიგდებენო..."

ავჭალაში ნაპოვნი სამფეხა ლეკვის სევდიანი წარსული და იღბლიანი შემთხვევა
ქეთი
როგორ მიყვარხართ კეთილო ადამიანებო!
სვანს, ნატალისგან
ჯერ ესეთი დამტკიცებულია, რომ ნებისმიერი ცხოველი ადამიანზე ჭკვიანიც, გონიერიც და ერთგულია! სვანო! ნუ გიკვირს როცა ამდენ ადამიანს ხედავ ძაღლებსა და კატებთან ჩახუტებულს, მე პირადად არც მიკვირს პირიქით ძალიანაც მიხარია, რომ უამრავი ადამიანი იჩენს ყურადღებას, ოთხფეხა მეგობრების მიმართ. სვანო! ერთ რჩევას მოგცემ: იყოლიე ძაღლი და შენც ჩაეხუტე, ამის მერე აღარ დაგწყდება გული. მეც მყავს სახლში ძაღლი რომელსაც დიდი სიამოვნებით ვეხუტებით მთელი ჩემი ოჯახი შვილები მეუღლე და ყველანი.
სვან-ს
აზრზე ხარ მაინც რა დაწერე?
სვანი
სადღაც წავიკითხე, და მართალია;-ადამიანებმა სხვა ადამიანებისადმი თანაგრძნობისა და სიყვარულის გრძნობა-ცხოველებზე გადაიტანეს. რა უბედურებაა ძაღლებსა და კატებზე ჩახუტებული ამდენი ადამიანი?!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?