ავჭალაში ნაპოვნი სამფეხა ლეკვის სევდიანი წარსული და იღბლიანი შემთხვევა
ავჭალაში ნაპოვნი სამფეხა ლეკვის სევდიანი წარსული და იღბლიანი შემთხვევა
ამ ამბავს სევდიანი წარსული აქვს, თუმცა, ბედნიერი გაგრძელება, რაც თბილისში მცხოვრები ერთ-ერთი ცხოველთა მოყვარული ოჯახის დამსახურებაა. არავინ იცის, რას განიცდიდა პატარა ლეკვი იმ დრომდე, სანამ მას იპოვიდნენ. ასევე, არავინ იცის, როგორ მოხვდა ის ავჭალის გზაზე, თუმცა, ფაქტია, რომ ცხოველი სრულიად მარტო დადიოდა საკვების საძებნელად, რათა შიმშილით არ მომკვდარიყო. აქ უჩვეულო არაფერია, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი რამ - საცოდავი ცხოველი სამი ფეხით ცდილობდა თავის გადარჩენასა და ყოველდღე საკვების მოძიებას. ამ ისტორიას სევდიანი დასასრული ექნებოდა, რომ არა კეთილი ადამიანები, რომლებმაც ცხოველს თბილი სახლი აჩუქეს და
მასზე დღემდე ზრუნავენ. 

ყველაფერი კი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც ოჯახი ავჭალის გზაზე მანქანით მიდიოდა. 

Zooclub

"მანქანიდან დავინახე პატარა, გამხდარი ძაღლი, რაღაცნაირად, საწყლად იწვა. გავჩერდით, რათა საკვები მიგვეცა, რომ მივუახლოვდი ადგა. იმ დროს შევამჩნიე, რომ მას სამი ფეხი ჰქონდა. გადავწყვიტე მეორე დღეს, როგორც კი დავბრუნდებოდი თბილისში, სახლში წამეყვანა", - იხსენებს ძაღლის პატრონი ქეთი.

მეორე დღეს ქალაქში დაბრუნებულმა ოჯახმა ლეკვი იმავე ტერიტორიაზე ვერ აღმოაჩინა. ისინი ყოველდღე ავჭალის გზაზე დადიოდნენ ცხოველის საძებნელად, თუმცა, ამაოდ. მას შემდეგ ერთი კვირა გავიდა და ლეკვისთვის იღბლიანი დღეც დადგა: ქეთის მეუღლე სამსახურში მიდიოდა, როდესაც სამფეხა ლეკვმა შემთხვევით მის წინ გადაირბინა. სწორედ ამ დღიდან ცხოველმა მზრუნველი და მოსიყვარულე ოჯახი იპოვა. მას ლედი დაარქვეს.

ქეთის თქმით, პირველი ორი დღე ლედი მხოლოდ ჭამდა და ეძინა, თითქოს მანამდე ასე მშვიდად არცერთი დღე არ ყოფილა. 

Zooclub

სამფეხა ლეკვთან ერთად ოჯახში კიდევ ერთი გადარჩენილი ცხოველი ბინადრობს - კატა მაშო, რომელიც ერთი წლის წინ თავად მივიდა ცხოველთა მოყვარულების სახლის კართან. თითქოს გრძნობდა, რომ შეიფარებდნენ და მას შემდეგ ქეთის ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. 

Zooclub

მაშო და ლედი შეხვედრის დღიდან განუყრელი მეგობრები არიან.

Zooclub

ლედის ჰყავს საუკეთესო მეგობარი, ძაღლი, სახელად შაკი, რომელიც ასევე თავად მივიდა ცხოველთა მოყვარულების ოჯახში და მას შემდეგ მათ ეზოში ბინადრობს. ყოველ ჯერზე, როდესაც ლედი ეზოში სასეირნოდ გადის და მას ხვდება, იმდენად ბედნიერია, რომ სახლში დაბრუნებას შაკისთან ერთად ყოფნას ამჯობინებს.

Zooclub

ძაღლის პატრონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლედის სამი ფეხი აქვს, ის ძალიან სწრაფად დარბის და ოჯახის წევრები ხუმრობით "ვერტალიოტას" ეძახიან.

Zooclub

ლედი საოცრად დამჯერი, თბილი და მოსიყვარულე ხასიათით გამოირჩევა. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მისი ცხოვრება, რომ არა იღბლიანი შემთხვევა, რომელმაც კეთილ ოჯახს შეახვედრა.

Zooclub

​ჩვენს ქუჩებში კიდევ ბევრი "ლედი" დადის. ისინი სიცივესა და ყინვაში თავის გატანას ცდილობენ. ბევრი მათგანი თვითგადარჩენას ვერ ახერხებს, რის შედეგადაც შიმშილით კვდება, თუმცა, საბედნიეროდ, არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებსაც ქუჩიდან თუ თავშესაფრებიდან მიჰყავთ ცხოველები, მათზე ზრუნავენ და ცხოვრებას ულამაზებენ. სამწუხაროდ, ყველა შინაურ ცხოველს არ უმართლებს. 

ასევე იხილეთ:

სენაკელი ბიჭები, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს უანგაროდ ეხმარებიან

თბილისში, ჩინელების ბაზრობიდან უსუსური ლეკვი კეთილმა ადამიანებმა გადაარჩინეს

"სად მიგყავარ ან რომ მიგყავარ ამდენ პატრონიან და ჯიშიან ძაღლებში შენც დაგცინებენ და მეც სასაცილოდ ამიგდებენო..."
tata
ღმერთმა ბედნიერი და გახარებული გამყოფოს მუდამ ქეთI
მანანა-შ
ქეთი, ნახე რა ბედნიერებას მოგიტანს ეს სიკეთე! არ გიცნობ, მაგრამ ძალიან, ძალიან მიყვარხარ,სიხარულის ცრემლები მახრჩობს, ვეღარ ვწერ...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?