თბილისში, ჩინელების ბაზრობიდან უსუსური ლეკვი კეთილმა ადამიანებმა გადაარჩინეს
თბილისში, ჩინელების ბაზრობიდან უსუსური ლეკვი კეთილმა ადამიანებმა გადაარჩინეს
თბილისში, ლილოს დასახლებაში მდებარე ჩინელების ბაზრობაზე ცხოველთა მოყვარულმა ადამიანმა უსუსური ლეკვი პატარა ყუთში შეამჩნია. იგი შეშინებული თვალებით გამვლელებს აკვირდებოდა. მან ცხოველს ფოტოები გადაუღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

რომ არა ეკა ქართველიშვილი, არავინ იცის რა ბედნი ეწეოდა ლეკვს, რომელიც ინფორმაციის გავრცელებისთანავე მის გადასარჩენად  მივიდა.

"ტასიკო დროულად ვიპოვე და წამოვიყვანე. მას ენტერიტი და კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები აღმოაჩნდა. კეთილი ადამიანების დახმარებით, ყველაფერი დაძლია და ახლა კარგად არის", - ამბობს ეკა ქართველიშვილი.

Zooclub

არავინ იცის, რა დღეები გამოიარა პატარა ლეკვმა, მაგრამ ნათლად ჩანდა, რომ მან
ძალიან დიდი სტრესი მიიღო.

Zooclub

"2-3 დღე საერთოდ არ მეკარებოდა, საკვებს რომ დავუდებდი, სანამ სხვა ოთახში არ გავიდოდი, არ ჭამდა. დღემდე, ოთახში თუ ვინმე მოულოდნელად შემოდის, ძალიან ეშინია და კივილს იწყებს", - ამბობს ეკა.

Zooclub

ტასიკო ეკასთან ორი თვე ცხოვრობდა და ამ ხნის განმავლობაში არა მარტო ოჯახის წევრებს, არამედ ათობით ადამიანს  თავი შეაყვარა. შეუძლებელია, ემოციის გარეშე შეხედო ლეკვს, რომლის თვალებშიც მთელი სამყაროა.

ეკამ ლეკვს Facebook-ზე გვერდიც გაუხსნა, სადაც ცხოველთა მოყვარულებს ყოველდღე ანებივრებს ტასიკოს ფოტო თუ ვიდეო მასალებით.

Zooclub

ეკას თქმით, ტასო არაჩვეულებრივი, მოწესრიგებული და ამასთანავე მორცხვი გოგოა, დიდი კეთილი გულით, რომელსაც ადამიანების ნდობა, მზრუნველობამ და სიყვარულმა დაუბრუნა. 

Zooclub

ტასომ დაიმსახურა მზრუნველი ოჯახი და მართლაც, 2 თვის შემდეგ იგი მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში მოხვდა.

Zooclub

ეკამ ლეკვის აყვანის მსურველებს შორის საუკეთესო პატრონი შეარჩია - თინა ქარელი. დღეს ტასიკო ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, რომელზეც ზრუნავენ, უყვართ და ანებივრებენ. და მართლაც, მან ეს დაიმსახურა.

Zooclub

საბედნიეროდ, საქართველოშიც არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც ცხოველებზე უანგაროდ ზრუნავენ, ხოლო შემდეგ საიმედო ოჯახებში აბინავებენ. მათი წყალობით, არა ერთი კომპანიონი ცხოველი ბედნიერი განაგრძობს ცხოვრებას კეთილი ადამიანების გარემოცვაში, თუმცა, არა ერთი დაუცველი ძაღლი თუ კატა დადის ქალაქის ქუჩებში. მათ, ტასიკოს მსგავსად, სიყვარული და სითბო სჭირდებათ.


ცხოველთმოყვარული
გუშინ ერთ ასეთ ფაქტს შევესწარი, მოპირდაპირე მხარეს ახალგაზრდა, სამაოდ მოწესრიგებული ქ-ნი ძირს დაეცა, მინდოდა მივხმარებოდი მაგრამ გზაზე შეუძლებელი იყო გადასვლა, ცდილობდა ფეხზე წამოდგომას, მაგრამ ვერ ახერხებდა, გვერდზე ისე ჩაუარეს გამვლელებმა ხელი არავინ შეაშველა, ბოლოს ერთი მოხუცი კაცი დაეხმარა წამოდგომაში, ამასობაში მეც მივუახლოვდი, უცებ მიბრუნდა და კუთხეში ასე7-8 თვის აკანკალებული, წყალში დასველებული ლეკვი შევამცნიეთ, ამ ქალბატონმა ჩანთა გახსნა, კონტეინერით საჭმელი დაუდგა, მიეფერა, დაელოდა, მერე კონტეინერი ისევ პარკში მოათავსა და კოჭლობით გაუდგა გზას,თან ჩუმად ცრემლებს იწმენდდა, მინდოდა რამე მეთქვა სანუგეშო და ვერ მოვახერხე......
izo
ბედნიერებაა როდესაც თუნდაც ერთი ასეთი კეთილად დამთავრებული ისტორიის მომსწრე ხდები ღმერთმა გვიმრავლოს ეკასნაირი და ტასიკოს ახალი მზრუნველი პატრონებისნაირი ადამიანები
. . . . .
ამასწინათ საგირამოში ტყვიით მოკლული ძაღლი ნახეს და ერთი ამბავი იყო ატეხილი, მკვლელს ეძახდნენ ადამიანს ისე რომ რეალური მიზეზი არც იცოდნენ რა მოხდა და რაში იყო საქმე, მერე მონადირეების ლანძღვაზე გადავიდნენ სულ მკლლელები, მხდალები ეძახეს. ახლა რა ხდება ჩინელები ცოცხალ ძაღლებს კლავენ ატყავებენო აგერ ამბობს ადამიანი და ისეთი ლაითი კომენტერებია მოკლედ გაკვირვებული ვარ. ამ ხალხს რა ქვია ან მაზე რეაგირეა არ უნდა იყოს, სადაა ის ხალხი რომელიც ზემოთ ნახსენებ შემთხვევაზე იმ ადმიანის წყევლიდა, მზად იყო ჯვარზე ეცვა, გასამართლეთ ციხეში ჩასვითო ისე, რომ აზრადაც არ მოსვლია ის, რომ მოკლული ძრლი აგრესიიული იყო. ახლა სად ხართ რატომ არ ითხობთ ამ ფაქტის სიმართლის დადგენას და იმ ხალხის დასჯას თუ ვინმე მართლა მას აკეთებს?
დოდო
საიზღრები ...უნდა გაყარო ქვეყნიდან.მალე ჩვენც შეგვჭამენ ყველა გაგებით!
ტოტო
კანონში უნდა შევიდეს,რომ საქართველოში ძაღლების,კატების,გველების,ხვლიკების და ა.შ. ჭამა არ შეიძლება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?