თბილისში, ჩინელების ბაზრობიდან უსუსური ლეკვი კეთილმა ადამიანებმა გადაარჩინეს
თბილისში, ჩინელების ბაზრობიდან უსუსური ლეკვი კეთილმა ადამიანებმა გადაარჩინეს
თბილისში, ლილოს დასახლებაში მდებარე ჩინელების ბაზრობაზე ცხოველთა მოყვარულმა ადამიანმა უსუსური ლეკვი პატარა ყუთში შეამჩნია. იგი შეშინებული თვალებით გამვლელებს აკვირდებოდა. მან ცხოველს ფოტოები გადაუღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

რომ არა ეკა ქართველიშვილი, არავინ იცის რა ბედნი ეწეოდა ლეკვს, რომელიც ინფორმაციის გავრცელებისთანავე მის გადასარჩენად  მივიდა.

"ტასიკო დროულად ვიპოვე და წამოვიყვანე. მას ენტერიტი და კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები აღმოაჩნდა. კეთილი ადამიანების დახმარებით, ყველაფერი დაძლია და ახლა კარგად არის", - ამბობს ეკა ქართველიშვილი.

Zooclub

არავინ იცის, რა დღეები გამოიარა პატარა ლეკვმა, მაგრამ ნათლად ჩანდა, რომ მან
ძალიან დიდი სტრესი მიიღო.

Zooclub

"2-3 დღე საერთოდ არ მეკარებოდა, საკვებს რომ დავუდებდი, სანამ სხვა ოთახში არ გავიდოდი, არ ჭამდა. დღემდე, ოთახში თუ ვინმე მოულოდნელად შემოდის, ძალიან ეშინია და კივილს იწყებს", - ამბობს ეკა.

Zooclub

ტასიკო ეკასთან ორი თვე ცხოვრობდა და ამ ხნის განმავლობაში არა მარტო ოჯახის წევრებს, არამედ ათობით ადამიანს  თავი შეაყვარა. შეუძლებელია, ემოციის გარეშე შეხედო ლეკვს, რომლის თვალებშიც მთელი სამყაროა.

ეკამ ლეკვს Facebook-ზე გვერდიც გაუხსნა, სადაც ცხოველთა მოყვარულებს ყოველდღე ანებივრებს ტასიკოს ფოტო თუ ვიდეო მასალებით.

Zooclub

ეკას თქმით, ტასო არაჩვეულებრივი, მოწესრიგებული და ამასთანავე მორცხვი გოგოა, დიდი კეთილი გულით, რომელსაც ადამიანების ნდობა, მზრუნველობამ და სიყვარულმა დაუბრუნა. 

Zooclub

ტასომ დაიმსახურა მზრუნველი ოჯახი და მართლაც, 2 თვის შემდეგ იგი მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში მოხვდა.

Zooclub

ეკამ ლეკვის აყვანის მსურველებს შორის საუკეთესო პატრონი შეარჩია - თინა ქარელი. დღეს ტასიკო ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, რომელზეც ზრუნავენ, უყვართ და ანებივრებენ. და მართლაც, მან ეს დაიმსახურა.

Zooclub

საბედნიეროდ, საქართველოშიც არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც ცხოველებზე უანგაროდ ზრუნავენ, ხოლო შემდეგ საიმედო ოჯახებში აბინავებენ. მათი წყალობით, არა ერთი კომპანიონი ცხოველი ბედნიერი განაგრძობს ცხოვრებას კეთილი ადამიანების გარემოცვაში, თუმცა, არა ერთი დაუცველი ძაღლი თუ კატა დადის ქალაქის ქუჩებში. მათ, ტასიკოს მსგავსად, სიყვარული და სითბო სჭირდებათ.


კახა
მადლობის მეტი რა ითქმის, მიხარია, რომ ჩვენში არიან ხალხი ვისაც ცხოველებზე შესტკივათ გული. გამეხარდა, რომ პატარა "ტასიკო" თბილ და საყვარელ ოჯახის ხელშია. მადლობა მათ. პირადად ჩვენს ოჯახშიც გვყავს პუდელის ჯიშის ძახლი "რონი" და შავი კატა (პატარა კნუტი რომელიც ჩემმა პატარა შვილმა ქუჩიდან აიყვანა და გაზარდა. ეხლა კი უკვე დიდია) "გულჯიბეკი" შავი კატა გვყავს და მათ გარეშე ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია. იმხელა სითბო და სიყვარული მოდის მადგან, განასკუთრებით "რონი"-სგან.
anita
გაიხარეთ ყველამ ვინც ეს პატარა არსება სიკვდილს და გულგრილობას გამოსტაცეთ ხელიდან!!!
12
რა არ იცით რომ ჩინელები ძაღლის და კატის ხორცით რესტორნებში ამზადებენ კერძებს?? ევროპაში უპატრონო ძაღლები გააქრეს ჩინელებმა და პაკისტანელებმა.ზოგი თავად ჭამს.ზოგი რესტორნებში ხმარობენ..მოგება აქვთ უმაღლესი ასეთი ხორცით.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?