კარდაშიანების ოჯახის წევრს საკუთარი ძაღლებისადმი სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ
კარდაშიანების ოჯახის წევრს საკუთარი ძაღლებისადმი სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ
მორიგ სკანდალში გაება კარდაშიანების ოჯახის წევრი კაილი ჯენერი. 18 წლის კაილის ბრალს სდებენ ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაში. ცხოველთა დამცველები ირწმუნებიან, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავს ავიწყდება თავისი ორი ძაღლის კვება.

მის მიმართ კრიტიკის ტალღა წამოვიდა იმ დროს, როცა კაილიმ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო თავის ძაღლებთან ერთად. გრეინჰუდის ჯიშის ძაღლები ბემბი და ნორმანი ვიდეოში იმდენად გამხდრები ჩანან, რომ მათ ნეკნები ეტყობათ.

Zooclub

ცხოველთა მოყვარულები აღშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ კაილი ასე გულგრილად არის განწყობილი შინაური ბინადრების მიმართ. მათ შორის იყვნენ ამავე ჯიშის ძაღლის მფლობელებიც.

"თავის გამართლება ძაღლის წარმომავლობის მიხედვით აფსურდია", - წერდა გრეინჰუდის ერთ-ერთი პატრონი. 

თუმცა, კაილის გამოუჩნდნენ დამცველებიც.
კერძოდ, ამერიკის "გრეინჰუდის მოყვარულთა" კლუბის წარმომადგენლები. მათი თქმით, გოგონას არაფერი დაუშავებია. –"სიგამხდრე ამ ჯიშის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. სწორედ ასეთი უნდა იყოს ჯანმრთელი გრეინჰუდი - მას უნდა ეტყობოდეს სამი ნეკნი."

ასევე იხილეთ:

პატრონმა ძაღლი სიკვდილის პირამდე მიიყვანა.. ამ სისასტიკის მიზეზი გამაოგნებელია...

მოძღვარმა იპოვა ძაღლი, რომელიც დაბმული, შეკრულ პარკში მატარებლის რელსებზე ეგდო

ქალმა თავისი ძაღლი მანქანის ფანჯრიდან გადააგდო… - ერთი წლის შემდეგ მან სასამართლოს წინაშე ამ სისასტიკეზე პასუხი აგო...

სოფია
აი ეს იცის ვიღაც ვიგინდარებს რომ გახდიან პოპულარულს. მონახეს კარდაშიანები დიდი ღირსებისა და დამსახურების ოჯახი. მასეთებს განსაკუთრებულად უნდა სჯიდნენ!
liza
სამი არა ათი, ნახეთ თქვენც ხალხი კარდაშიანები. მაგათგან ქველმოქმედება თუ გაგიგიათ როდისმე?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?