მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რატომ ჭამდნენ ჩინელები ძველად ძაღლებს
მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რატომ ჭამდნენ ჩინელები ძველად ძაღლებს
არქეოლოგების მონაცემების მიხედვით, ჩინეთში ძაღლების მოშინაურება და მათი საკვებად გამოყენება ჩვენს ერამდე 8-9 ათასი წლის წინ დაიწყეს. ხოლო ჩვენს ერამდე 7 ათასი წლის წინა პერიოდიდან ძაღლები სარიტუალო ცხოველებად ითვლებოდნენ და მას მსხვერპლად წირავდნენ ან ჭამდნენ.

მსხვერპლთშეწირვა ხდებოდა საცხოვრებელი ადგილის საძირკველის ჩაყრის მიზეზით, ან ადამიანის დაკრძალვის დროს. ასეთ შემთხვევაში ძაღლის, ასე ვთქვათ, მოვალეობა იყო ის, რომ გარდაცვალების მერე საცხოვრებელი ადგილისთვის, ან საფლავისთვის ედარაჯა, ან გარდაცვლილთა სამყაროში კომპანიონის როლი შეესრულებინა. სპეციალურ ჭურჭელში ნაპოვნი ძვლები იმაზე მეტყველებენ, რომ მათ სარიტუალო სამსხვერპლო საკვებად იყენებდნენ.

მოგვიანებით,
შან-ინის ეპოქაში (ჩვენს ერამდე XVI–XI საუკუნეში) ძაღლების მსხვერპლთშეწირვამ მასობრივი სახე მიიღო. სანამ გარდაცვლილ ადამიანს საფლავში
ჩაუშვებდნენ, იქ ჯერ 3 თვიდან 1.5 წლამდე ასაკის ძაღლებს ათავსებდნენ.
მეცნიერების აზრით, მათი მცირე ასაკი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ძაღლები "სულებისთვის იყვნენ განკუთვნილნი". როგორც ჩანს, ძაღლებს სპეციალურად ამრავლებდნენ სარიტუალო მიზნებისთვის.

ხანის ეპოქაში (ძვ. წ. აღ. III ს. - ახალი წ. აღ. III ს.) საფლავში ძაღლების თიხის ფიგურებს დებდნენ. ეს ფიგურები გარდაცვლილის პირადი ქონების ნაწილს წარმოადგენდა და განსაკუთრებული სტატუსით არ სარგებლობდა.

ადრეულ შუა საუკუნეებში საფლავებზე ძაღლების ქვის ქანდაკებების დადგმა დაიწყეს. სამხრეთ ჩინეთში, ლეიჩჟოუს ნახევარკუნძულზე, ჩვენი წელთაღრიცხვით მეშვიდე საუკუნეში ძაღლების სხვადასხვა ზომის ქანდაკების დამზადების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ჩინელებს სჯეროდათ, რომ ქანდაკებები იცავდნენ ობიექტებს, ამიტომ გზაჯვარედინების, ტაძრებისა და სასაფლაოების ახლოს ამ ქანდაკებებს დგამდნენ. ეს ტრადიცია ჩვენს დრომდე შემორჩა. ამ პერიოდისთვის ლეიჩჟოუს ნახევარკუნძულზე სხვადასხვა ეპოქის დაახლოებით 10 000 ქვის ძაღლის გამოსახულებაა.

საინტერესოა, რომ სამხრეთ ჩინეთში ძაღლი ყოველთვის ითვლებოდა ტოტემურ ცხოველად. ამ ტერიტორიის აბორიგენები (იაო, მიაო, შე) ძაღლს თავის წინაპრად თვლიდნენ, ამიტომ მის ხორცს საკვებად არ იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩინეთში ძაღლების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. 2011 წლის მაისში, შანხაიში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებს ერთ ძაღლზე მეტის ყოლას უკრძალავს. იმავე წლის ზაფხულში ქალაქ ცზიანმინში (გუანდუნის პროვინცია) მათი ყოლა საერთოდ აკრძალეს.
თიკო
გავიგეთ რომ ჭამენ ძაღლს მაგრამ ასეთი განასკუთრებული სისასტიკით რატომ აკეთებენ ამას რატომ წვავენ ცოცხლად და ატყავებენ საშინელი ვიდეობი დევს ვერ უყურებ ადამიანი ისეთი ამაზრზენია შემზიღდა ეს ხალხი საეთოდ ნუთუ არ ეცოდებათ ცოცხლად რომ წვავენ ეს სადისტები ! 2011 წელს ვის მოუვიდა აზრად ეს
zaza
ჩინელები ეხლაც მიირთმევენ ძაღლებს
1941
შენი მეგობარი არ უნდა შეჩამო
უჩა
ჩემი აზრით ჩინელებს და კორეელებს ძველად, ისტორიის რომელიღაც მონაკვეთზე ძალიან გაუჭირდათ საკვების მოპოვება და შიმშილმა აიძულა ეს ხალხი ძაღლის ხორცი საკვებად გამოეყენებინათ. ასევე დაემართა იმ ხალხსაც, ვინც საკვებად გველებს, ბაყაყებს და სხვა უცნაურ ცხოველებს იყენებს. საბედნიეროდ საქართველოს ასეთი საშინელი შიმშილის პერიოდი ეტყობა არ გამოგვივლია. ღმერთს მადლობა ამისათვის!
marika
ნანი, რა კარგად თქვით :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?