კისი და შედოუ – საუკეთესო მეგობრები
კისი და შედოუ – საუკეთესო მეგობრები
კისიმ ავადმყოფობის გამო 2 წლის ასაკში,  ერთ თვალზე მხედველობა დაკარგა. ასევე მეორე თვალის გადარჩენის შანსიც მხოლოდ 5 % იყო. კისის პატრონებმა მიიღეს გადაწყვეტილება და მეორე ძაღლიც აიყვანეს ოჯახში, რათა კისის მეგობარი ჰყოლოდა. ახალ ბინადარს შედოუ დაარქვეს.

თავიდან ძაღლებს არ მოეწონათ ერთმანეთი და შესაბამისად, არც მეგობრობდნენ. თუმცა, რამდენიმე კვირაში ყოველივე უარყოფითი, დადებითით შეიცვალა და ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

Zooclub

არ ჰქონდა მნიშნველობა კისი რას აკეთებდა, შედოუ ყოველთვის მის გვერდით იყო. ისინი განუყრელი და ერთგული მეგობრები იყვნენ.

Zooclub

და საბოლოოდ კისი მეორე თვალითაც დაბრმავდა,
მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ის შედოუს გვერდით თავს კარგად გრძნობდა.

Zooclub

ისინი ყოველთვის ერთად თამაშობდნენ და ერთად
ეძინათ.

Zooclub

ძაღლების პატრონებისთვის შედოუსა და კისიზე ცალ-ცალკე საუბარი რთული იყო, რადგან მათთვის ორივე ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. მათ ერთნაირი მოძრაობა და ხასიათი ჰქონდათ.

Zooclub

შედოუმ კისის დარჩენილი ცხოვრება გაუხალისა.

Zooclub

კისის არც კი უგრძნია, რომ უსინათლო იყო.

Zooclub

კისი ბედნიერი დაიღუპა, რადგან ერთგული მეგობარი ყოველთვის გვერდით ჰყავდა, ხოლო შედოუ საუკეთესო  მეგობრის გარეშე დარჩა.

Zooclub
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?