მას უხარია, როდესაც ჩემს სახეზე ღიმილს ხედავს...
მას ჩემთან ერთად ეძინა, როდესაც სახლში სრულიად მარტო ვიყავი...
ის ყოველთვის უყეფს იმას, ვის მიმართაც მე ნეგატიურად ვარ განწყობილი (არ ვიცი როგორ გრძნობს, მაგრამ ასეა).
როდესაც 3 წლის იყო
რები, რომ ახლა ცოცხალია, ალბათ სიყვარულისა და გამხნევების, ასევე მისი ''ვაჟკაცობის'' დამსახურებაა. მან 10 ლეკვი გააჩინა! და ეს სიხარული ორივემ ერთად გავიზიარეთ. 3 თვე გავატარეთ პატარებთან ერთად, მერე კი თავიანთი გზა იპოვეს. მე ვერ ვუყურებდი, როგორ მიჰყავდათ ჩემი პატარა გოგო-ბიჭუნები ახალ პატრონებს და ოთახში გულდაწყვეტილი ვტიროდი.
გული მწყდება, რომ ვერ ლაპარაკობს ჩემი უერთგულესი მეგობარი რები, თუმცა ყოველთვის ვგძნობ რა უნდა, რისი თქმა სურს და როგორ ხასიათზეა.
ის არ არის ადამიანი, მაგრამ ადამიანზე უკეთ გაგიგებს და გვერდით დაგიდგება. მე ვიცი და წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა რები, კითხვის დასმა რომ შეიძლებოდეს მასზე – ვინ (ეს გრამატიკული თვალსაზრისით, თორემ ის, ჩემთვის ყოველთვის - "ვინ" იყო, არის და იქნება!)?
იმ აზრსაც შევეგუე, რომ ოდესღაც გვერდით აღარ მეყოლება, მაგრამ ის ხომ ვიცი, რომ თავისი ნებით არ დამტოვებს და ვიცი, რომ ყოველთვის ჩემს გულში იქნება...
ის ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, თუ არა – ყველაფერს. მე მიყვარს რები! მიყვარს ჩემი უთბილესი ძაღლი!
ბლოგის ავტორი: მარიამ ხუბუკელაშვილი