ძლიერი ყინვის დროს ბატი პატარა არსებას ფრთებში იფარებდა და ათბობდა
ძლიერი ყინვის დროს ბატი პატარა არსებას ფრთებში იფარებდა და ათბობდა
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ემოციური ფოტოები, რომლებიც ნათლად გადმოსცემს სხვადასხვა სახეობის ცხოველების ერთმანეთისადმი ერთგულებას, მეგობრობასა და მზრუნველ დამოკიდებულებას.

მონტანას შტატში (აშშ) მცხოვრებმა მამაკაცმა შემთხვევით შეამჩნია ბოძთან მიყუჟული ბატი, რომელიც თითქოს რაღაცას მალავდა. ის ფრინველს მიუახლოვდა და დაინახა მის ფრთებში ჩამალული ერთი ციდა ლეკვი, რომელსაც ფრინველი ყინვისგან იცავდა.

"ჩვენ ცხოველებისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ", - წერს პოსტის ავტორი სოციალურ ქსელში.

ბატი და ლეკვი მზრუნველმა ადამიანმა ერთად აიყვანა და თავს კარგად გრძნობენ.

ეს მრავალი მაგალითიდან კიდევ ერთი დასტურია, თუ როგორ ზრუნავენ ცხოველები
სრულიად განსხვავებულ არსებებზე, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

Zooclub

ასევე იხილეთ:

მის ძაღლს მგელი მიუახლოვდა, პატრონი ყველაზე საშინელს მოელოდა

ჰასკის და იხვის საოცარი მეგობრობის ისტორია


ოქროსფერმა რეტრივერმა დედის ჩანთიდან გადმოვარდნილი პატარა კოალა გადაარჩინა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?