ოქროსფერმა რეტრივერმა დედის ჩანთიდან გადმოვარდნილი პატარა კოალა გადაარჩინა
ოქროსფერმა რეტრივერმა დედის ჩანთიდან გადმოვარდნილი პატარა კოალა გადაარჩინა
ალბათ არ მოიძებნება ჩვენს სამყაროში ისეთი ერთგული ცხოველი, როგორიც ძაღლია. ეს საოცარი არსება ყოველთვის მზადაა არა მხოლოდ ადამიანების დასახმარებლად, არამედ განსხვავებული სახეობის ცხოველის სიცოცხლის გადასარჩენადაც.

მაგალითად, ამ ისტორიის გმირი ოქროსფერი რეტრივერი აშაა, რომელიც მოსიყვარულე პატრონებთან ერთად ვიქტორიას შტატის დასავლეთით (ავსტრალია) ცხოვრობს.

დილით ეზოში გასულმა კერი მაკინონმა თავისი ოთხფეხა მეგობრის ზურგზე ჩაბღაუჭებული პატარა კოალა დაინახა. ამ მხარეში, ღამით ტემპერატურა 5 გრადუსამდე ეცემა. როგორც ჩანს, აშამ ტყის ბინადარი თავის ბეწვში გაათბო, წინააღმდეგ შემთხვევაში, კოალა გაიყინებოდა.

Zooclub

გაურკვეველია, თუ როგორ მოხვდა გარეული ცხოველი ძაღლთან, თუმცა, კერი
მაკინონის აზრით, შესაძლოა, პატარა არსება დედის ჩანთიდან გადმოვარდა, დაიკარგა, ხოლო შემდეგ აშა დაინახა და მასთან
გასათბობად მივიდა.

Zooclub

ოჯახმა სახლში ვეტერინარი გამოიძახა, თუმცა, კოალას არ სურდა ძაღლთან განშორება - მის ბეწვს ჯიუტად ებღაუჭებოდა. ის ცდილობდა ვეტექიმის ხელიდან თავის დახსნას და კვლავ გადამრჩენლის ზურგზე მოკალათებას. ცხოველი ჯანმრთელი აღმოჩნდა. იგი აშასთან ერთად მაკინონების ოჯახში დარჩება და როდესაც ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, მას კვლავ ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

Zooclub

ასევე იხილეთ:

უდედოდ დარჩენილი ლეკვები ტიროდნენ... ძაღლმა თავისი გალია გატეხა და მათ გისოსებს მიუახლოვდა

ძაღლმა გადაარჩინა პატრონი, რომელსაც 20 საათი ყინვასა და თოვლში წაქცეულს ათბობდა

უსახლკარო ძაღლი მთელი ღამე ათბობდა ჩვილს, რომელიც საკუთარმა დედამ ყინვაში დატოვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?