ულამაზესი გარეგნობის ძაღლმა თავად მიაკითხა ცხოველთა თავშესაფარს
ულამაზესი გარეგნობის ძაღლმა თავად მიაკითხა ცხოველთა თავშესაფარს
ცხოველთა თავშესაფარს "იმედის კუნძულს", რომელიც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს, ერთი ჩვეულებრივი დღე ჰქონდა, როდესაც თანამშრომლებს ჭიშკართან ყეფის ხმა მოესმათ. კართან უზარმაზარი ძაღლი იდგა - ის თავშესაფარში შესვლას ცდილობდა.

ულამაზესი ძაღლი ჰასკის მეტისი აღმოჩნდა - მოხალისეებმა მას ტარჰუნი დაარქვეს.  ძაღლმა თავად მიაკითხა თავშესაფარს, ხოლო მომვლელები ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ აღმოჩნდა ასეთი ულამაზესი ოთხფეხა არსება მარტო. ისინი ტარჰუნის პატრონის პოვნას რამდენიმე დღე ცდილობდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ძაღლი მფლობელს გაექცა და დაიკარგა, თუმცა, მას არავინ ეძებდა.

Zooclub

დღეები გადიოდა, ტარჰუნი თავშესაფარში სრულიად მშვიდად იჯდა. ის თავშესაფრის ყველა
წესს ემორჩილებოდა. ძაღლი საკმაოდ კარგად გაწვრთნილი, აქტიური და ჭკვიანი იყო.

ნათელია, რომ ტარჰუნი ქუჩაში ცხოვრებას
შეეჩვია, იქ მას დიდი სივრცე და თავისუფლება ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის დახურულ სივრცეში - თავშესაფრის გალიაში ცხოვრებასაც მიეჩვია.

Zooclub

მოხალისეებმა გადაწყვიტეს, ძაღლისთვის ახალი პატრონი მოეძებნათ. უდავოა, ბევრი ოცნებობდა ასეთი ლამაზი შინაური ცხოველის აყვანას, მაგრამ ჰასკის ჯიშს გააჩნია ბევრი თავისებურება, რომლებსაც ყველა პატრონი ვერ გაუმკლავდება. თავშესაფრის თანამშრომლები მისთვის მზრუნველ ოჯახს დაკვირვებით არჩევდნენ. 
სულ მალე ასეთი ადამიანები გამოჩნდნენ: ტარჰუნი საცხოვრებლად გადავიდა დიდ და მეგობრულ ოჯახში. მას აქვს დიდი ეზო, სადაც სირბილი შეუძლია, ყავს მზრუნველი პატრონები და რაც მთავარია, ძაღლი საბოლოოდ მიხვდა, თუ რა არის სიყვარული.

დააკვირდით ამ ძაღლს, თუ რამხელა ბედნიერებაა მის თვალებში.

Zooclub

Zooclub

ასევე იხილეთ:

თავშესაფარში მყოფი ძაღლი მნახველებს ცეკვით აწონებს თავს, რათა მზრუნველი პატრონი იპოვოს

თავშესაფრიდან აყვანილი გერმანული ნაგაზი ვერ იჯერებდა, რომ მოსიყვარულე ოჯახში მოხვდა

როგორ იცვლებიან ძაღლები, როდესაც ისინი თავშესაფრიდან ახალ სახლში მიჰყავთ: 9 ბედნიერი სახე
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?