"ძაღლური ბედნიერება" - თავშესაფრიდან აყვანილი გერმანული ნაგაზი ვერ იჯერებდა, რომ მოსიყვარულე ოჯახში მოხვდა
"ძაღლური ბედნიერება" - თავშესაფრიდან აყვანილი გერმანული ნაგაზი ვერ იჯერებდა, რომ მოსიყვარულე ოჯახში მოხვდა
გერმანული ნაგაზი მავერიკი ძალიან შეშინებული იყო, როდესაც ცხოველთა თავშესაფარში მოხვდა. როგორც ჩანდა, ძაღლმა მძიმე ცხოვრება გაიარა და საოცრად სევდიანი იყო. მას ადამიანების ძალიან ეშინოდა. კინოლოგის დასკვნით, ცხოველი წარსულში ადამიანების სისასტიკის მსხვერპლი იყო.

მავერიკი თავშესაფარში დაახლოებით 8 წლის ასაკში მოხვდა. იგი მომვლელებთან კონტაქტს თავს არიდებდა, სხვა ძაღლებთან არ თამაშობდა და მთელ დროს გალიის კუთხეში მოწყენილი ატარებდა. 

საბედნიეროდ, 8 წლის გერმანული ნაგაზის ცხოვრებაში სასწაული მოხდა.

ერთ დღეს ოჯახი ძაღლის შესარჩევად თავშესაფარს ესტუმრა. როდესაც მათ მავერიკი იხილეს, ერთი ნახვით შეუყვარდათ.

ძაღლი თავიდან ვერ ხვდებოდა,
რომ ადამიანები მისთვის სიკეთეს აკეთებდნენ და მისი აყვანა სურდათ. მავერიკმა შეიძინა მოსიყვარულე პატრონები, შესაძლოა, მისი
ცხოვრების განმავლობაში ეს პირველად მოხდა.

Zooclub

დიდ ოჯახში, რომელმაც გერმანული ნაგაზი აიყვანა, არა ერთი შინაური ცხოველი ბინადრობს. გასაცოდავებული და ნდობადაკარგული ძაღლი მოხვდა მშვიდობიან გარემოში, სადაც მან პირველად იგრძნო, თუ რა არის "ძაღლური ბედნიერება".

Zooclub

მავერიკს ჯერ კიდევ წინ აქვს, ისწავლოს ადამიანების ნდობა. ის ნელ-ნელა ეჩვევა მოსიყვარულე პატრონებს და იმ შინაურ ცხოველებს, რომლებიც მისმა ახალმა მფლობელებმა ოდესღაც გადაარჩინეს და სიცოცხლის ხალისი დაუბრუნეს.

ასევე იხილეთ:

"სიკვდილის თავშესაფარში" მყოფი ძაღლის რეაქცია, როცა მას ახალმა პატრონმა მიაკითხა

ძაღლი, რომელიც ცარიელ სახლში ცხოვრობდა, ვერ იჯერებს, რომ საკუთარი ახალი ოჯახი აქვს

ადამიანებმა "ურჩხული" იპოვეს, ის 16 კილოგრამი ბეწვისგან გაანთავისუფლეს და "პრინცად" გადაიქცა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?