ძაღლი, რომელიც ცარიელ სახლში ცხოვრობდა, ვერ იჯერებს, რომ საკუთარი ახალი ოჯახი აქვს
ძაღლი, რომელიც ცარიელ სახლში ცხოვრობდა, ვერ იჯერებს, რომ საკუთარი ახალი ოჯახი აქვს
მიუხედავად იმისა, რომ ის ახალი ოჯახის წევრებითაა გარშემორტყმული, ჰემის ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ საკუთარი სახლი აქვს.
ძაღლი, რომელიც მისაღებ ოთახში სავარძელში იჯდა, ხანდახან თავს წევდა და გარემოს ეცნობოდა.

იქვე იყვნენ ნილ აბრემსონი და მისი მეუღლე ემი როდრიგესი - მისი ახალი ოჯახი. მათი ბავშვებიც ახლომახლო ტრიალებდნენ. ტელევიზორი ჩართული იყო.

Zooclub

კიდევ იყვნენ: 4 სხვა ძაღლი, თუთიყუში, ცხენი, კუ, ღორი და ფლამინგო.

მაგრამ ეს არ იყო სიზმარი. ეს რეალობა იყო.

”ის ყოველ 30 წუთში იღვიძებდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი ადგილზეა”, - ამბობს
აბრემსონი.

Zooclub

ეს გასაკვირი არ იყო. სულ 1 კვირით ადრე, ის ალბათ ყველაზე მარტოხელა ძაღლი იყო
დედამიწაზე. მისი ყოფილი პატრონები ალბათ ძაღლისგან დისკომფორტს განიცდიდნენ (ბეწვი ავეჯზე, ყურადღების მიქცევა).

მათ ძაღლი სხვა - ცარიელ სახლში ჰყავდათ (უაიტ-პლეინსის გარეუბანში, ნიუ-იორკი).

Zooclub

ჰემი ფანჯრიდან უყურებდა, როგორ მიმოდიოდნენ ადამიანები.

მას მოხალისე ლაიზა ჰეთი აკითხავდა. პატრონმა მოითხოვა, რომ ძაღლისთვის ახალი ოჯახი მოეძებნათ ან თავშესაფარში გადაეყვანათ.

ჰემი ძალიან ტიროდა, როდესაც ცარიელ სახლში ბრუნდებოდა. აბრემსონმა და როდრიგესმა ძაღლის ისტორია წაიკითხეს.

Zooclub

კვირას ჰემი ცარიელი სახლიდან საბოლოოდ წაიყვანეს.

ის თავის ახალ სახლში მივიდა, მანჰეტენის ახლოს, 3.6 ჰექტარ ტერიტორიით, რაც ცხოველებისთვის სამოთხე იყო.

”მოვედით მის ახალ სახლში და იქ იმდენი ცხოველი დაგვხვდა", - იხსენებს ჰეთი, - "ღორი, ქათმები, კუ, კურდღლები, თუთიყუშები. ეს ჩემთვისაც კი ზედმეტი იყო.
ყველა ამ ცხოველს ერთი საერთო ქონდათ - ისინი გადაარჩინეს.

Zooclub

ჰემი ყოველ მათგანს შეჰხაროდა. დიახ, ეს მისი სახლი იყო, მისი ადგილი.

მას დილისთვის, როგორც იქნა, ჩაეძინა. მის გარშემო ყოველთვის იქნება სიყვარული და სითბო”, - ამბობს აბრემსონი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?