"სიკვდილის თავშესაფარში" მყოფი ძაღლის რეაქცია, როცა მას ახალმა პატრონმა მიაკითხა (+ვიდეო)
"სიკვდილის თავშესაფარში" მყოფი ძაღლის რეაქცია, როცა მას ახალმა პატრონმა მიაკითხა (+ვიდეო)
არაერთი ამბავი გსმენია ცხოველზე, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ყოველი მათგანი გამორჩეული და სიხარულის მომგვრელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოველების კეთილდღეობაზე ზრუნავენ.

სამწუხაროდ, მსოფლიოში ბევრი თავშესაფარი არსებობს, სადაც ცხოველი სასიკვდილოდ არის განწირული. ძაღლის/კატის მიყვანიდან რამდენიმე დღეში, თუ ის არ გაჩუქდა, ევთანაზიას (სამუდამო დაძინება) უკეთებენ.

ძაღლმა ბენიმ ერთი კვირა გაატარა კალიფორნიის ცხოველთა თავშესაფარში. მას მომვლელები, როგორც ყველაზე მორცხვ ძაღლს, ისე ახასიათებენ.

ბენი დათრგუნული და შეშინებული იყო. თითქოს ელოდებოდა, როდის მოაკითხავდნენ და გაიყვანდნენ იქ, საიდანაც არც ერთი ცხოველი ცოცხალი არ ბრუნდება, მაგრ
ამ ძაღლი სასწაულად გადაურჩა ამ საშინელ ფაქტს.

ერთ-კვირიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ, მას ახალი პატრონი გამოუჩნდა. როდესაც გალიაში მის
გამოსაყვანად შევიდნენ, ბენი შეშინებული იყო, თითქოს რაღაცას ცუდს მოელოდა, თუმცა, გალიიდან გამოსული მიხვდა, რომ მისი ბედნიერი ცხოვრება გისოსებს გარეთ იწყებოდა. ძაღლი სიხარულით მიყვებოდა ახალ პატრონებს და თითქოს მის გარშემო მყოფებს მადლობას უხდიდა.

ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ, იხილეთ ვიდეო.

იმ დროს, როცა ამ ისტორიას აქვს ბედნიერი დასასრული, სხვა მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ თავშესაფარში ათასობით ძაღლი ელოდება მზრუნველ პატრონს, უმეტესი მათგანის სიცოცხლე მოლოდინშივე სრულდება.

ასევე იხილეთ:

პიტბულები, რომლებიც თავშესაფრიდან ახალ სახლებში მიყავთ

მარტოობა... ისინი უჩვენოდ თავს ცუდად გრძნობენ

პოლიციამ 526 ლეკვი გადაარჩინა, რაც ერთი წლის შემდეგ მოხდა ცრემლისა და სიხარულის მომგვერლია

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?