როგორ გადაარჩინა ფოცხვერმა მეტყევე პატრონი...
როგორ გადაარჩინა ფოცხვერმა მეტყევე პატრონი...
ლუი კანადელი იყო მეტყევე, რომელსაც სისხლში ფრანგი ემიგრანტისა და ამერიკელი ინდიელის გენები ჰქონდა. ის ქალაქიდან 50 კმ-ის დაშორებით მდებარე ტყეში,  პატარა ხის ქოხში ცხოვრობდა.

მამაკაცი ძველი ჯიპით თვეში ერთხელ ჩადიოდა ქალაქში, რათა პროდუქტები და საჭირო ნივთები ეყიდა. დარჩენილ დროს კი წიგნების კითხვასა და ტყის გამოკვლევას უთმობდა. მას ამის გამო ნაცნობი ადამიანები ტყიურს და ველურს უწოდებდნენ. ლუის ასევე ჰყავდა მეგობარი - ულამაზესი ძუ ფოცხვერი, რომელიც კნუტობაში ტყეში უპატრონოდ იპოვა. მამაკაცმა ის რძით გამოზარდა და მას შემდეგ მტაცებელი გვერდიდან არ მოშორებია.

როდესაც ფოცხვერი
გაიზარდა, ის ლუისთან ერთად ტყეში სეირნობდა. სინამდვილეში, მტაცებელი ყოველთვის მამაკაცის გვერდით არ იყო. სანამ მეტყევე
ხეებს ათვალიერებდა, ცხოველი "თავის საქმეებზე" გარბოდა, თუმცა, მოულოდნელად, პატრონის გვერდით ჩნდებოდა.

სუსხიანი ზამთრის ერთ დღეს, მამაკაცი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა: მაღალ კლდეზე ასვლისას, მას ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. როდესაც ადგომა დააპირა, მიხვდა, რომ ორივე ფეხი დაზიანებული ჰქონდა. ყველაფერთან ერთად, ვარდნისას, გადამცემი მოწყობილობა თოვლში დაიკარგა.

მამაკაცი სახლიდან 15 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა. ცოცვა რომ შეძლებოდა, სახლთან მისვლას და მანქანის მართვას მაინც ვერ შეძლებდა, რათა სამედიცინო დაწესებულებამდე მიეღწია.

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი იმ დროს, როცა ფეხები მოტეხილი აქვს, კავშირი დაკარგულია, ხოლო ტემპერატურა -15 გრადუსია? სანამ ლუი გეგმებს აწყობდა, მისი მეგობარი ფოცხვერი გამოჩნდა. მტაცებელმა მამაკაცს დაყნოსა, ცხვირით მოტეხილ ადგილებს შეეხო და მისი ფეხების ალოკვაც კი სცადა. სწორედ ამ დროს ლუი მიხვდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო.

ფოცხვერი მამაკაცის ბრძანებებს დაემორჩილა: მან პატრონი კბილებით გააჩოჩა უახლოეს დაბალ მცენარეებთან. ლუიმ რამდენიმე ჯოხი გამოთალა და მარხილის მსგავსი მოწყობილობა გააკეთა. გარდა ამისა, ორივე ფეხი მყარი ჯოხებით შეიხვია და ზემოდან თხელი ბაწარი მოიხვია. ის მოთავსდა მარხილზე, ფოცხვერს თოკი მკერდზე მოახვია, რის შემდეგაც ცხოველი იმ სისწრაფით წავიდა, რომლის საშუალებასაც რეფლექსი აძლევდა.

ფოცხვერს თოვლიან გზაზე მთელი ძალით მიჰყავდა ლუი... მამაკაცის მითითებით, მტაცებელი ქალაქის მიმართულებით "მიიჩქაროდა".

ცხოველმა 4 საათზე ნაკლები დრო დახარჯა ცივილიზაციამდე მისასვლელად. ადგილობრივი მცხოვრებლები ცენტრალურ ქუჩაზე გამოჩენილი დიდი კატის მოკვლას აპირებდნენ, მაგრამ დროულად შეამჩნიეს მარხილში მწოლიარე მამაკაცი, რომელსაც ფოცხვერი მთელი ძალით მიათრევდა.

4 საათი გაუნძრევლად წოლისგან ლუის ფეხები პარალიზებული ჰქონდა, თუმცა, სერიოზული მოყინვა არ მიუღია. მთელი დროის განმავლობაში, სანამ ექიმები მამაკაცს ოპერაციას უტარებდნენ, ფოცხვერი მას კლინიკის ჰოლში გაუნძრევლად ელოდებოდა. მტაცებელი არაფერს ჭამდა და არც ტერიტორიას ტოვებდა, სანამ პატრონი მასთან ეტლით არ გაიყვანეს. ლუიმ სანიტრებს სთხოვა, ცხოველისთვის საკვები მოეტანათ, ცხოველმა ხორცი მხოლოდ პატრონის ხელიდან მიიღო.

რამდენიმედღიანი რეაბილიტაციის შემდეგ, ლუი კლინიკიდან გაწერეს, ხოლო ფოცხვერი მას ტყის ქოხთან დიდი სიხარულით შეეგება.

ასევე იხილეთ:

"პატრონი 2-3 წლის წინ გარდაცვლილა და ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული..." მას შემდეგ გერმანული ნაგაზი სასაფლაოს არ ტოვებს

წვიმასა და ქარში ძაღლი კლდოვან ნაპირს არ შორდებოდა... ერთ დღეს ადგილობრივებმა ამის მიზეზი გაიგეს

ადამიანმა ჯერ დაუბადებელი ბავშვი გაწირა. მგელი კი სიცოცხლის ფასად იცავდა ოჯახს. - შვილების გამო, ღირდა სიკვდილი!
Tbilisi
ეს თუ სიმართლეა, მართლაც სასწაული ამბავია! ისე კარგი იქნება ასეთ სტატიებს წყაროსაც თუ მიუთითებთ ხოლმე. იქაც წავიკითხავდი ამ ამბავზე :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?