წვიმასა და ქარში ძაღლი კლდოვან ნაპირს არ შორდებოდა... ერთ დღეს ადგილობრივებმა ამის მიზეზი გაიგეს (ემოციური ვიდეო)
"როკ აილენდი" - ადგილი, სადაც ყოველთვის დიდი ტალღებია და ცივი ქარი უბერავს. კლდოვან სანაპიროზე დასასვენებლად არავინ მიდის, ამიტომ აქ ადამიანებს იშვიათად ნახავთ, თუ არ ჩავთვლით მეთევზეებს.

ერთ დღეს, სწორედ ამ ადგილზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ძაღლი შეამჩნიეს. ძლიერი ქარისა და დიდი ტალღების მიუხედავად, ცხოველი ადგილს არ ტოვებდა და მოთმინებით იტანდა ამინდის "ჭირვეულობას".

ჟღალი ძაღლი, სახელად ნურეონგი, დღე-ღამე ქვიან სანაპიროზე იჯდა - თითქოს ვიღაცას ელოდა, მიუხედავად იმისა, რომ გაყინული წყალი მის ბეწვს სრულიად ასველებდა. ნებისმიერ ამინდში იგი ზღვის სიახლოვეს იყო. თუ ნურეონგის ძალიან სციოდა, კლდოვან
ჭრილში თავს აფარებდა.

Zooclub

გულისხმიერ ადამიანებს მასთან საკვები მიჰქონდათ, მაგრამ ძაღლი ყველას გაურბოდა და ჭამდა მხოლოდ
იმ დროს, როცა სიახლოვეს არავინ იყო.

Zooclub

ერთ დღეს ის გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა: ვიღაცამ თეთრი ძაღლი სასეირნოდ გაუშვა და ამ უკანასკნელმა მარტოსული ნურეონგი კლდოვან ნაპირზე შენიშნა. როგორც ჩანს, თეთრმა ძაღლმა ჩათვალა, რომ ტერიტორია მას ეკუთვნოდა, შედეგად, ნურეონგის მიმართ აგრესია გამოხატა. საცოდავი ძაღლი თავის დაცვას ცდილობდა, მაგრამ ხმაურზე კიდევ რამდენიმე ძაღლი გამოჩნდა. ისინი მას თავს დაესხნენ და დაკბინეს.

ნურეონგიმ თავის დახსნა სცადა და გაყინულ წყალში შევიდა. საცოდავი ცხოველი ცივმა წყალმა სრულად დაასველა, თუმცა, აგრესიული ძაღლების ხროვისგან თავის დასახსნელად სხვა გზა არ ჰქონდა.

Zooclub

საბედნიეროდ, გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებმაც ძაღლის ტერიტორიიდან გაყვანა გადაწყვიტეს. ოთხფეხა არსების გადასარჩენად, მათ გეგმა შეიმუშავეს.

როდესაც ნურეონგი მიხვდა, რომ მისი დაჭერა სურდათ, ის ყოველ ჯერზე გარბოდა. არაერთი მცდელობის შემდეგ, მოხალისეებმა გადაწყვიტეს, ძაღლისთვის დასაძინებელი ინექცია ესროლათ, რის შემდეგაც ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.

რატომ ითმენდა ძაღლი ამდენ ტანჯვას, იმის მაგივრად, რომ სახლში თბილად და კომფორტულად ეცხოვრა? ამ ხნის მანძილზე, არაერთი პოტენციური პატრონი გამოჩნდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთგული ძაღლის პატრონი მეთევზე იყო. მამაკაცი და ძაღლი სწორედ კლდოვან სანაპიროზე მიდიოდნენ სათევზაოდ.

ერთ დღეს ნურეონგის პატრონი ცუდად გახდა და იგი სასწრაფოდ სრულიად სხვა რეგიონის კლინიკაში გადაიყვანეს. საცოდავი ძაღლი საყვარელ ადამიანს მისთვის ნაცნობ კლდოვან ნაპირთან ელოდა. როგორც ჩანს, მას იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი კვლავ ძველებურად იქნებოდა.

Zooclub

საბედნიეროდ, ერთ-ერთმა მაშველმა ნურეონგი გამოჯანმრთელებამდე სახლში წაიყვანა. ცხოველი დღითიდღე მშვიდდება და მომვლელს მოფერების უფლებასაც აძლევს. რაც მთავარია, მამაკაცმა, რომელმაც ძაღლი სასტიკი გარემოსგან იხსნა, პირობა დადო, რომ პატრონის გამოჯანმრთელების შემდეგ, ნურეონგი კვლავ მეთევზეს დაუბრუნდება.

ასევე იხილეთ:

ის ელოდებოდა ოჯახს, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდებოდა

ხიდან ჩამოვარდნილ პატრონს ძაღლი სასწრაფოს მოსვლამდე ეხუტებოდა

ის ამაოდ ელოდა პატრონს, რომელმაც უღალატა და გზაზე დატოვა
--
ჩემო სიყვარულოოო!!!!!!!!! ვაიმე, გული!!!!!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?