"შოთა!" - ყვავი, სახელად კალე, პატრონს სახელით მიმართავს (სახალისო ვიდეო)
4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კალე შოთიკო მექოშვილს მიუყვანეს. კალე ჯერ კიდევ ბახალა იყო, როდესაც ადამიანების გარემოცვაში მოხვდა, თუმცა, მას განსაკუთრებით თავისი პატრონი - შოთიკო შეუყვარდა. მეტიც, ფრინველი მას სახელითაც მიმართავს.

"კალე პატარა მომიყვანეს. მას შემდეგ ჩემთან ერთად ცხოვრობს. თავისუფლად შეუძლია გარეთაც იფრინოს", - ამბობს შოთა მექვაბიშვილი, რომელიც ამ ჭკვიან ცხოველს მზრუნველობას არ აკლებს.

შოთას თქმით, როდესაც კალე ხედავს, სახელით მიმართავს, ხოლო შემდეგ მასთან მიფრინავს. კალე და შოთა განუყრელი მეგობრები არიან. თბილისიდან გარდაბნის რაიონის სოფელ გამაჯვებაში გადასულ პატრონს, ფრინველი თან
გაჰყვა.

Zooclub

8 თვის წინ მოლაპარაკე ყვავი დაიკარგა, არა ერთი მცდელობის შედეგად, შოთიკომ მისი პოვნა ვერ
შეძლო, თუმცა, როდესაც იმედი აღარ იყო, ყველასთვის მოულოდნელად, კეთილმა ადამიანმა მას კალე აპოვნინა და მას შემდეგ ყვავს შორს გაფრენა აღარ უცდია.  

ყვავი დაკარგვამდე რამდენიმე სიტყვას ამბობდა, თუმცა, ახლა მას მხოლოდ პატრონის სახელის წარმოთქმა შეუძლია. არა ერთი ადამიანი შესაძლოა სკეპტიკურად განეწყოს ფრინველის მიმართ, რომელიც ადამიანისთვის დამახასიათებელ სიტყვებს წარმოთქვამს. თუმცა, არსებობს ვიდეო, სადაც ყვავი პატრონის სახელს ამბობს.

Zooclub

როგორც შოთიკო აღნიშნავს, ჯერჯერობთ მხოლოდ მის სახელს ამბობს, თუმცა, ფრინველი მალე იმ სიტყვებსაც გაიხსენებს, რაც აქამდე იცოდა.

კალეს ძალიან უყვარს კატისა და ძაღლის საკვები, მაგრამ პატრონს მისთვის კვების განსაკუთრებული რაციონი შერჩეული აქვს. ფრინველი ყოველდღიურად მიირთმევს კვერცხს, ხორცსა და სხვადასხვა სახეობის ხილს.

Zooclub

კალე ოჯახში ერთადერთი ფრინველი არ არის - რამდენიმე თვის წინ შოთიკოს მიუყვანეს მეორე ყვავიც, რომელსაც ფრენა არ შეუძლია. მზრუნველმა პატრონმა მას ჰუგინო დაარქვა.

"კალე დაახლოებით მეხუთე წელშია, ხოლო ჰუგინო 1,5 წლის. პატარა ფრინველი ცდილობს ყველაფერში კალეს მიბაძოს", - ამბობს შოთიკო.

Zooclub

როგორც პატრონი აღნიშნავს, კალე უცხო ადამიანების მიმართ აგრესიულია. სახლში შესულ სტუმარს ძაღლივით თავს ესხმის, ფრთებს შლის და ამასთანავე, შოთიკოს გაიძახის.

ოჯახში არა მხოლოდ ყვავები, არამედ კატა, ძაღლი და რამდენიმე თუთიყუში ცხოვრობს. ისინი ერთმანეთთან მეგობრობენ, თუმცა, მოლაპარაკე ყვავი მათ შორის განსაკუთრებულია - როგორც ჩანს, ამ საოცარ ფრინველს თავისი პატრონი განსაკუთრებით უყვარს და თავისი ქცევებით ამას ყოველთვის გამოხატავს.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ყვავი გარეული ფრინველია, ამ ჭკვიან არსებასაც მოსწონს მზრუნველობა და სითბო.

ასევე იხილეთ:

"გაილახები!"- ბათუმელი თუთიყუში "პატრიკა" ძაღლს ეჩხუბება

"ერთი წელი გახდა, რაც ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია..." თიკუნა გაგუამ უმწეო ყვავი გადაარჩინა, მას შემდეგ ფრინველი მის სახლში ცხოვრობს

21 წლის "ფიგარო" შესაძლოა ყველაზე ასაკოვანი კატაა საქართველოში
ნონა
შოთა ბავშვობიდან მაჩვევდნენ ყვავი შავი არისო,თან გამოთქმაც არის : ყვავივით შავი,დამჩხავი ყვავივით,შენ კიდე, ძალიან ლამაზი და ჭკვიანი კალე გყავს...
ნია
მე ფისოებს ,,ვპატრონობ'' უკვე მე-4 წელია და სახელს არ მეზახიან მაგრამ ერთი დიდი კატა = ტასო, სულ რარაცეებს ,,მელაპარაკება'', არ იღლება, როცა რარაცას ვაკეთებ და ყურადღებას ვერ ვაქცევ, ან სულაც ტელევიზორს ვუყურებ, მოდის და თათს მადებს, მომხედეო....როგორც ჩევენ ადამიანები ზოგჯერ ხელს ვადებთ რთმანეთს ყურადღება რომ მივიპროთ, რაღას ვიზამ, ვტაცებ ხოლმე ხელს, ცავიხუტებ, მაგრად-მაგრად და ისიც როგორ გულიდან მიღუღუნებს, არ მაქვს ისეთი ტელეფონი ეს ყველაფერი რომ გადავიღო....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?