ყვავი ღობეზე დაჯდა და ერთი საათი ხმაურობდა, ის ადამიანებს დახმარებას სთხოვდა (+ვიდეო)
ყვავი ღობეზე დაჯდა და ერთი საათი ხმაურობდა, ის ადამიანებს დახმარებას სთხოვდა (+ვიდეო)
არაერთი ფაქტი ყოფილა, როცა გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს ცხოველი ეხმარება, ხოლო კეთილ ადამიანებსაც უამრავი ცხოველი გადაურჩენიათ. 

ეს ისტორიაც უცნაურ ფრინველზეა, რომელმაც დახმარებისთვის ადამიანებს მიმართა.

ყვავი სახლის ერთ-ერთ ღობეზე დაჯდა და საშინელ ხმას გამოსცემდა, რამაც ოჯახის წევრების ყურადღება მიიპყრო. სახლიდან ბავშვი გავიდა და მას მიუახლოვდა. როგორც გაირკვა, ყვავს თავზე და ფრთაზე ეკლები ჰქონდა, ამიტომ დასახმარებლად ადამიანებს მიმართა. ბავშვის მშობელმა ფრინველს დახმარება აღმოუჩინა. 

მართალია, თითო ეკლის ამოღება ყვავისთვის ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა, ყველას გასაკვირად, ის იჯდა ღობეზე და იცდიდა, როდის გაათავისუფლებდა ქალი ამ
ტკივილისგან.

ოჯახის წევრებმა ფრინველის ვიდეო ინტერნეტში გაავრცელეს. მათი თქმით, ყვავი მთელი დღე სახლის სიახლოვეს დაფრინავდა,
ხოლო მომდევნო დღეს გაუჩინარდა. ბავშვმა მას სახელიც შეურჩია - უილფრედი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ტაქსა მაშველებს სენრბერნარის გადარჩენაში დაეხმარა

ძაღლი გასაჭირში ჩავარდნილ მეგობარს ერთი კვირა დარაჯობდა

დელფინი მყვინთავს მიუახლოვდა და დახმარება სთხოვა
ლევანი
ყვავები მართლაც ჭკვიანები არიან. ადამიანებივით გლოვობენ მოკლულ თანამოძმეს, თავის საბუდართან ახლომახლო წიწილას არასოდეს იპარავენ, კაკალს აგდებენ მაღლიდან და ასე შემდეგ. ერთი ისაც დაწერეთ რა, როგორ უნდა გავზარდოთ ყვავის ბახალა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?