21 წლის "ფიგარო" შესაძლოა ყველაზე ასაკოვანი კატაა საქართველოში
21 წლის "ფიგარო" შესაძლოა ყველაზე ასაკოვანი კატაა საქართველოში
ბექა 9 წლის იყო, როდესაც სკოლიდან დაბრუნებულს ერთი თვის ხვადი კატა საწოლის ქვეშ დახვდა - მას პატარა თასით რძე ედგა. როგორც მოგვიანებით მშობლებისგან შეიტყო, ერთი ციდა ცხოველი ოჯახს ახლობელმა აჩუქა, მას შემდეგ 21 წელი გავიდა და კატა უწინდელივით ენერგიული და ჯანმრთელია.

Zooclub

პატრონმა მას  "ფიგარო" დაარქვა. ის თავის სახელს 21 წლის ასაკშიც ამართლებს, როგორც ცელქი, მოუსვენარი და სიცოცხლით სავსე შინაური ცხოველი.

Zooclub

"თავს გვაჩვენებს, ვითომ ახალგაზრდულად გამოიყურება", -  ხუმრობით აღნიშნავს ფიგაროს პატრონი ბექა ხარებაშვილი.

ბექა და ფიგარო თითქმის ერთად გაიზარდნენ. კატა ოჯახის სრულუფლებიანი
წევრია.

Zooclub

სახლში მიყვანის დღიდან, ფიგაროს ქუჩაში გასვლა არასოდეს უცდია, ის გარემოს აივნიდან აკვირდება. მეტიც, თავისი
სიცოცხლის მანძილზე, ვეტერინარულ კლინიკას ერთადერთხელ ესტუმრა.

პატრონს მისთვის კვების განსაკუთრებული რაციონი არ აქვს შერჩეული, იგი ჩვეულებრივი კატების მშრალი საკვებით, ცხოველისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კონსერვით და ქათმის თეთრი ხორცით იკვებება.

Zooclub

ბექას ფიგაროს გარდა კიდევ ერთი შინაური ცხოველი - გერმანული ნაგაზი ჰყავს, თუმცა, მოუსვენარი ძაღლის გარემოში ყოფნა კატას დიდად არ სიამოვნებს და მასთან მეგობრობას ადამიანების გარემოცვაში ყოფნას ამჯობინებს.

21 წლის ფიგარო შესაძლოა ყველაზე ასაკოვანი კატაა საქართველოში, რომელსაც პატრონები სიყვარულს, სითბოს და მზრუნველობას უზიარებენ, ალერსიანი ცხოველიც ყოველდღე გამოხატავს მათ მიმართ მადლიერებას.

Zooclub

"21 წელი არის ძალიან ცოტა ასეთი უკატესობისთვის", - აღნიშნავს ფიგაროს პატრონი.

და მართლაც, ჩვენი შინაური ცხოველები დიდხანს უნდა ცხოვრობდნენ ჩვენ გვერდით, რათა სიცოცხლე გაგვილამაზონ და დადებითი ენერგია ყოველდღე გაგვიზიარონ.

ასევე იხილეთ:

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანმა კატამ 30 წლის იუბილე აღნიშნა

გორში მიტოვებული ლაბრადორი, სახელად "მარკო" მზრუნველმა ოჯახმა შეიფარა, თუმცა მისი ბურუსით მოცული წარსული 3 წლის შემდეგ გაირკვა...

"ერთი წელი გახდა, რაც ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია..." თიკუნა გაგუამ უმწეო ყვავი გადაარჩინა, მას შემდეგ ფრინველი მის სახლში ცხოვრობს
Manana
ჯანმრტელობას და დიდხანს იცოცხლოს კიდევ! ფიგარო აქ ფიგარო,იქ!
rovshan
ფიგარო შე ბებერო..:D
manana
ფიგარო უსაყვარლესი ხარ, დიდ ხანს იცოცხლე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?