"ერთი წელი გახდა, რაც ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია..." თიკუნა გაგუამ უმწეო ყვავი გადაარჩინა, მას შემდეგ ფრინველი მის სახლში ცხოვრობს
"ბუნდღლი", "კვატა" - ასე მიმართავს ცხოველთა მოყვარული თიკუნა გაგუა თავისივე გადარჩენილ ყვავის ბახალას, რომელიც ერთი წლის წინ, თბილისის ერთ-ერთ უბანში, სამანქანო გზაზე უმწეო და დაუძლურებული იპოვა. ფრინველი დღემდე მადლიერია თავისი პატრონის და გვერდიდან არ შორდება.

"ყველაფერი 2017 წლის 12 ივლისს დაიწყო. როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, გზაჯვარედინზე, უამრავ მანქანებს შორის დავინახე მოსიარულე წერტილი, თავიდან შეშინებული იყო და მანქანის ქვეშ შეძვრა, მე ველაპარაკებოდი (ზოგადად ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს). როდესაც მიხვდა, რომ არაფერს დავუშავებდი, გამოვიდა, ხელში ავიყვანე და სახლში წამოვიყვანე", - ამბობს თიკუნა.

Zooclub

მან არ
იცოდა, თუ როგორ მიიღებდნენ ოჯახის წევრები ფრინველის სახლში გამოჩენას, თუმცა, გასაჭირში მყოფი არსება ცხოველთა მოყვარულმა
გოგონამ მარტო არ დატოვა.

ყვავის ბახალამ ოჯახის წევრების სიყვარული რამდენიმე დღეში მოიპოვა. მეტიც, მას სახლში დახვდა კატა, რომელმაც ფრინველი თბილად მიიღო.

ერთი წელია, რაც ყვავი თიკუნას ცხოვრების განუყრელი ნაწილია.

სამწუხაროდ, როდესაც  "ბუნდღლი" იპოვეს, მას კუდი არ ჰქონდა, როგორც ჩანს, ბუდიდან გადმოვარდნისას დაუზიანდა და არც შემდეგ გაზრდია, ამიტომ დიდხანს ფრენა, სხვა ყვავების მსგავსად, არ შეუძლია. პატრონის ვარაუდით, დედა ყვავმა ბახალა სწორედ დეფექტის გამო მიატოვა.

გაგიკვირდებათ, თუმცა, თიკუნა ყვავს ყოველდღე ასეირნებს: "გარეთ ვსეირნობთ... ხელზე მაზის და ისე."

როგორც აღმოჩნდა, მოშინაურებულ ყვავს ძალიან უყვარს ბანაობა. ის დღეში სამჯერ ბანაობს, სახლში ცოტას დაფრინავს, თამაშობს და ოჯახში მყოფ  კატასთანაც მეგობრობს.

Zooclub

თიკუნა აღნიშნავს, რომ "ბუნდღლის" ხასიათი ძალიან ჰგავს ადამიანის ხასიათს - ის ბრაზდება და შემდეგ ჩხუბობს. როცა კარგ განწყობაზეა, ამას ნათლად გამოხატავს. მეტიც, შეუძლია წყენა დაიმახსოვროს და სამაგიერო გადაგიხადოთ.

Zooclub

გარდა ამისა, ის  აღიქვამს ყველაფერს და აკეთებს იმას, რასაც პატრონი ეტყვის: "დავიბანოთ", "ვჭამოთ", "წავიდეთ"...

Zooclub

თიკუნა ყვავის განსაკუთრებულ თვისებად დიდი ზომის მწერების შიშს ასახელებს. ასევე, "ბუნდღლის"  რეაქცია არ აქვს, როდესაც სხვა ყვავების ხმა ესმის: "როდესაც ყვავების ხმა ესმის, უბრალოდ ზევით იყურება და აკვირდება."

Zooclub

ადამიანის მზრუნველობის გარეშე პატარა ფრინველს გარდაუვალი სიკვდილი ელოდა და როგორც ჩანს, ყვავი ამას გრძნობს. ამიტომ იგი პატრონის მიმართ მადლიერებას მუდმივად გამოხატავს.

Zooclub

სასიხარულოა, რომ საქართველოშიც არსებობენ ცხოველთა მოყვარული ადამიანები, რომლებიც უმწეო არსებებს სიცოცხლის მეორე შანსს აძლევენ.

ასევე იხილეთ:

სიკეთე აერთიანებს! – თბილისში გადაარჩინეს ძაღლი, რომელმაც 8 დღე წყლისა და საკვების გარეშე გაძლო

ჩვენთანაც ხდება საოცრებები - 12 წლის მიტოვებულმა ნოლამ ყველაზე თბილი სახლი და მოსიყვარულე პატრონი იპოვა

გორში მიტოვებული ლაბრადორი, სახელად "მარკო" მზრუნველმა ოჯახმა შეიფარა, თუმცა მისი ბურუსით მოცული წარსული 3 წლის შემდეგ გაირკვა...
ნიკოლოზი
ახლა მინიმუმ 100 წელი მაგას ვეღარ მოიშორებთ)):
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?